უკან

დღის კალენდარი

27 მაისი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 27 მაისი

წლის 138-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 118 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა ისიდორესი (251); მოწამისა მაქსიმესი (დაახლ. 250); ღირსისა სერაპიონ სინდონიტისა (V); ლეონტისა, იერუსალიმელი პატრიარქისა (1175).

დაიბადნენ:

1858 – მიხეილ თამარაშვილი, ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1911 წელს

1867 – არნოლდ ბენეტი, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1931 წელს.

1878 – ალექსანდრე ნათიშვილი, ანატომი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1959 წელს.

1897 – ჯონ დუგლას კოკროფტი, ინგლისელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1967 წელს.

1912 – ჯონ ჩივერი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1982 წელს.

1923 – ჰენრი კისინჯერი, ამერიკელი პოლიტიკოსი, 1973 წლის მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი.

1925 – გურამ შენგელაია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სეისმოლოგი.

1940 – გელა კანდელაკი, კინორეჟისორი, მსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1840 – ნიკოლო პაგანინი, იტალიელი კომპოზიტორი და ვირტუოზი მევიოლინე.

1910 – რობერტ კოხი, გერმანელი მიკრობიოლოგი, 1905 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.

1964 – ჯავაჰარლალ ნერუ, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი.

მოვლენები:

1703 წელი – დაარსდა ქალაქი სანკტ-პეტერბურგი.

1921 წელი – ავღანეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.

1937 წელი – სან-ფრანცისკოში საზეიმოდ გაიხსნა ხიდი ოქროს ჭიშკრის სრუტეზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ხიდად ითვლება.

1941 წელი – ოდესის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“.

1951 წელი – საგურამოში გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.

1996 წელი – მოსკოვში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და შეიარაღებული კონფლიქტის მოწესრიგების ზომების შესახებ“.

ღირსსახსოვარი დღეები:

რუსეთი _ ბიბლიოთეკების დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე