უკან

დღის კალენდარი

28 ნოემბერი, 2020 10:20
font-size

დღის კალენდარი - 28 ნოემბერი

წლის 331-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 33 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამეთა და აღმსარებელთა: გურიასი, სამონასი (299-306) და აბიბოსისა (322); მოწამეთა: ელპიდესი, მარკელისა და ევსტოქისა (361-363); მოწამისა დიმიტრისა (დაახლ. 307); ღირსისა პაისი ველიჩკოველისა (1794). დასაწყისი ქრისტეშობის მარხვისა.

ქრისტიანთა დევნის დროს, რომელიც იმპერატორებმა _ დიოკლიტიანემ და მაქსიმიანემ გამოაცხადეს, ქალაქ ედესაში ორი ქრისტიანი მეგობარი შეიპყრეს: გური და სამონა, რომელნიც უშიშრად უქადაგებდნენ წარმართებს ღვთის სიტყვას. როცა მათ კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა შესთავაზეს, წმიდანებმა მტკიცე უარით უპასუხეს და მხნედ აღიარეს თავიანთი რწმენა ქრისტესი, რისთვისაც ისინი საშინელ სატანჯველთ სწიეს და თავები მოჰკვეთეს.

რამდენიმე წლის შემდეგ ქრისტიანთა დევნა გამოაცხადა უკანასკნელმა წარმართმა იმპერატორმა ლიკინიუსმა. ქალაქ ედესის დიაკვანი, აბიბო, რომელიც თავდადებით იღვწოდა ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებისათვის, თვით იმპერატორის ბრძანებით შეიპყრეს და კოცონზე ცოცხლად დაწვა მიუსაჯეს. წმიდა აბიბოსი წმიდა მოწამეების გურისა და სამონის გვერდით დაკრძალეს.

წმინდა მოწამენი ელპიტი, მარკელი და ევსტიქი ევნენ ქრისტეს სახელისათვის იმპერატორ იულიანე განდგომილის დროს.

დაიბადნენ:

1632 – ჟან ბატისტ ლიული, ფრანგი კომპოზიტორი, გარდაიცვალა 1687 წელს.

1757 – უილიამ ბლეიკი, ინგლისელი პოეტი და მხატვარი, გარდაიცვალა 1827 წელს.

1803 – პროსპერ მერიმე, ფრანგი მწერალი.

1813 _ ივანე ბართოლომეი, რუსი არქეოლოგი და ნუმიზმატი. ერთხანს მოღვაწეობდა საქართველოში. გარდაიცვალა 1870 წელს.

1821 – ნიკოლაი ნეკრასოვი, რუსი პოეტი, გარდაიცვალა 1877 წელს.

1880 – ალექსანდრ ბლოკი, რუსი პოეტი, გარდაიცვალა 1921 წელს.

1881 – შტეფან ცვაიგი, ცნობილი ავსტრიელი მწერალი, გარდაიცვალა 1942 წელს.

1886 – გიორგი მუხაძე, სამშენებლო მექანიკის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1963 წელს.

1898 – უშანგი ჩხეიძე, ცნობილი მსახიობი, გარდაიცვალა 1953 წელს.

1894 – ილია კობიაშვილი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. გარდაიცვალა 1972 წელს.

1898 – ვასილ ანდღულაძე, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 1958 წელს.

1907 – ალბერტო მორავია, იტალიელი მწერალი, გარდაიცვალა 1990 წელს.

1910 – დიმიტრი ბენაშვილი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 1982 წელს.

1920 – ოთარ ჩხეიძე, გამოჩენილი მწერალი. გარდაიცვალა 2007 წელს.

1926 _ მალხაზ აბდუშელიშვილი, ქართული ანთროპოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
გარდაიცვალა 1998 წელს.

1935 – პეტრე მერაბიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

გარდაიცვალნენ:

1859 – ვაშინგტონ ირვინგი, ამერიკელი მწერალი.

1876 – კარლ ბერი, რუსი ბუნებისმეტყველი, ემბრიოლოგიის ფუძემდებელი.

1939 – ჯეიმს ნეისმიტი, ამერიკელი ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელმაც 1891 წელს გამოიგონა კალათბურთი.

1954 – ენრიკო ფერმი, იტალიელი ფიზიკოსი, 1938 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1520 წელი – პორტუგალიელმა მეზღვაურმა ფერნან მაგელანმა მიაღწია წყნარ ოკეანეს.

1582 წელი – 18 წლის უილიამ შექსპირმა ჯვარი დაიწერა ანა ჰატაუეიზე.

1660 წელი – ლონდონში დაარსდა სამეფო საზოგადოება.

1917 წელი _ შეიქმნა ამიერკავკასიის მმართველობითი ორგანო.

1919 წელი – ინგლისის პარლამენტში პირველად აირჩიეს ქალი — ლედი ასტორი.

1943 წელი – თეირანში დაიწყო სამი მოკავშირე სახელმწიფოს საბჭოთა კავშირის (სტალინი), ამერიკის (რუზველტი) და დიდი ბრიტანეთის (ჩერჩილი) ლიდერთა კონფერენცია.

1964 წელი – პლანეტა მარსისკენ გაუშვეს ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური `მარინერ-4”, რომელმაც გადმოსცა პლანეტის 21 გამოსახულება.

1990 წელი – მარგარეტ ტეთჩერმა დატოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახალ პრემიერ-მინისტრად ჯონ მეიჯორი აირჩიეს.

ღირსსახსოვარი დღე:

ალბანეთი — დამოუკიდებლობის დღე.