უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

8 ივლისი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 8 ივლისი

წლის 180-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 186 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მოწამისა თებრონე ქალწულისა (დაახლ.304)

ღირსმოწამე თებრონე ქალწული დიოკლეტიანეს დროს გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს ევნო.

იგი ქალაქ სივაპოლის მონასტერში იზრდებოდა. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. მისი ღვთისნიერი ცხოვრების შესახებ მთელმა ქალაქმა გაიგო.

იმ დროს დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო და ასირიაში მხედართა რაზმი გაგზავნა‚ რომელსაც ლისიმაქე‚ სელინე და პრიმოსი მეთაურობდნენ. მათ წმიდა თებრონეც შეიპყრეს. მას ქრისტეს უარყოფა და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. როდესაც წმიდა თებრონემ უარი თქვა ქრისტეს უარყოფაზე‚ წარმართებმა შეიპყრეს და სახალხოდ სასტიკად აწამეს.

ხალხში მონაზონი თომაიდაც იდგა‚ რომელმაც შემდგომში აღწერა წმიდა თებრონეს წამება.

363 წელს წმიდა თებრონეს ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. მოგვიანებით წმიდა იაკობმა ნიზიბიელმა ეპისკოპოსმა‚ მის საპატივცემულოდ ეკლესია ააგო და მასში წმიდა მოწამის წმიდა ნაწილები გადაასვენა.

დაიბადნენ:

1621 _ ჟან ლაფონტენი‚ ფრანგი პოეტი‚ ცნობილი იგავ-არაკების ავტორი. გარდაიცვალა 1695 წელს..

1867 _ ქეთ კოლვიცი‚ გერმანელი მხატვარ-გრაფიკოსი და მოქანდაკე. გარდაიცვალა 1945 წელს.

1892 _ რიჩარდ ოლდინგტონი‚ ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1962 წელს.

1894 _ პიოტრ კაპიცა‚ ცნობილი რუსი ფიზიკოსი‚ აკადემიკოსი‚ ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1984 წელს.

1895 _ იგორ ტამი‚ ცნობილი რუსეთელი ფიზიკოსი‚ აკადემიკოსი‚ ნობელის პრემიის ლაურეატი‚ გარდაიცვალა 1971 წელს.

1908 _ ნელსონ როკფელერი‚ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი 1974-1977 წლებში. გარდაიცვალა 1979 წელს.

1919 – ალექსანდრე შავერზაშვილი‚ კომპოზიტორი‚ პროფესორი. გარდაიცვალა 2003 წელს.

1938 _ თენგიზ სუხიშვილი‚ ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. გარდაიცვალა 2007 წელს.

გარდაიცვალნენ:

1898 _ უგზოუკვლოდ დაიკარგა ივანე მაჩაბელი‚ მწერალი‚ მთარგმნელი‚ პუბლიცისტი‚ ქართული ლიტერატურული ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი‚ საზოგადო მოღვაწე.

1695 _ ქრისტიან ჰიუგენსი‚ ჰოლანდიელი ფიზიკოსი‚ მათემატიკოსი და ასტრონომი.

1822 _ პერსი ბიში შელი‚ ინგლისელი პოეტი.

1979 _ რობერტ ვუდვორდი‚ ამერიკელი ქიმიკოსი‚ ნობელის პრემიის ლაურეატი.

1985 _ საიმონ კუზნეცი‚ ამერიკელი ეკონომისტი‚ ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1709 წელი _ გაიმართა პოლტავის ბრძოლა; რუსთა ლაშქარმა პეტრე პირველის მეთაურობით დაამარცხა შვედეთის ჯარი.

1777 წელი _ ვერმონტი პირველი შტატი გახდა‚ რომელმაც მონობა გააუქმა.

1796 წელი _ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოუშვა პირველი პასპორტი აშშ-ს მოქალაქეთათვის.

1889 წელი _ გამოვიდა გაზეთ თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ის პირველი ნომერი.

1972 წელი _ არაბმა ტერორისტებმა მიუნჰენში ოლიმპიურ თამაშზე 11 ებრაელი სპორტსმენი მოკლეს.

1999 წელი _ პოლონეთი‚ უნგრეთი და ჩეხეთი ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ.

ღირსსახსოვარი დღეები:

არგენტინა – დამოუკიდებლობის დღე.

მაროკო – ჰასანის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე