უკან

დღის კალენდარი

9 აპრილი, 2020 11:00
font-size

დღის კალენდარი _ 9 აპრილი

წლის 100-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 266 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა მატრონა თესალონიკელისა (III-IV); მოწამეთა მანუელისა და თეოდოსისა (304); ღირსისა იოანე წინამხედველისა, ეგვიპტელისა (დაახ. 395).

დაიბადნენ:

1798 — ჯუდიტა პასტა, გამოჩენილი იტალიელი ოპერის მომღერალი. ფლობდა უნიკალური ხმის ტემბრს — მაღალი სოპრანოდან კონტრალტომდე, 2,5 ოქტავის დიაპაზონით. გარდაიცვალა 1865 წელს.

1828 — შარლ ბოდლერი, ფრანგი პოეტი, გარდაიცვალა 1867 წელს.

1911 — ვალერიან გაბაშვილი, ისტორიკოსი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1974 წელს.

გარდაიცვალნენ:

1483 _ ედვარდ IV, ინგლისის მეფე, იორკების დინასტიის პირველი წარმომადგენელი.

1626— ფრენსის ბეკონი, ინგლისელი ფილოსოფოსი და პოლიტიკური მოღვაწე.

მოვლენები:

1770 წელი — ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ავსტრალია.

1989 წელი — ჟენევაში „ჰაბსბურგ ფელდმანის“ აუქციონზე 3,15 მილიონ დოლარად გაიყიდა კომპანია „პატეკ ფილიპის“ საათი „კალიბრ 89“, რომელიც 1728 ნაწილისგან შედგებოდა.

1989 წელი — თბილისში, მთავრობის სახლის წინ, დილის ოთხ საათზე საბჭოთა ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგის მონაწილენი. დარბევის შედეგად დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი.

1991 წელი — საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიამ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ბოლივია – კონსტიტუციის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!