უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

9 ივლისი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 9 ივლისი

წლის 181-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 185 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა დავით თესალონიკელისა (დაახლ. 540); ღირსისა იოანესი, გუთელი ეპისკოპოსისა (დაახლ., 770-790); ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისა (1383).

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი‚ გადმოცემის მიხედვით წმიდა მოციქულ ლუკა მახარებლის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ხატთაგანია. V საუკუნეში იგი იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლს გადაასვენეს‚ სადაც მისთვის ვლაქერის ტაძარი აიგო. 1383 წელს‚ თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე 70 წლით ადრე‚ ხატი მონასტრიდან გაქრა და ლადოგის ტბის თავზე გამობრწყინდა‚ იგი სასწაულებრივ მიმოდიოდა ადგილიდან ადგილზე‚ ვიდრე ქალაქ ტიხვინის მახლობლად არ შეჩერდა‚ აქვე ხის ტაძარი აიგო.

ღირსი მამა დავით თესალონიკელი წმიდა მოწამეთა თეოდორეს და მერკურის მონასტერში მოღვაწეობდა. მოგვიანებით ქალაქ სალუნის მახლობლად ნუშის ქვეშ ქოხი მოიწყო და იქ 70 წელი გაატარა ლოცვაში და მკაცრ მარხვაში‚ ითმენდა სიცივესა და საშინელ სიცხეს. ღირსმა მამა დავითმა ღრმთისგან სასწაულოქმედების ნიჭი მიიღო და ბევრი ავადმყოფი განკურნა. ყველას‚ ვინც მასთან მიდიოდა‚ წმიდა მესაგრე სულისთვის სასარგებლო რჩევას აძლევდა. მან ისეთ ვნებადამცხრალობას მიაღწია‚ რომ ხორცშესხმულ ანგელოზს დაემსგავსა და კმევის ჩასატარებლად ხელში გავარვარებული ნახარშის აღება შეეძლო. ღირსი მამა დავითი დაახლოებით 540 წელს გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1845 _ ჯორჯ დარვინი‚ ინგლისელი ასტრონომი‚ ჩარლზ დარვინის მეორე ვაჟი. გარდაიცვალა 1912 წელს.

1882 _ დავიდ ბურლიუკი‚ რუსი მხატვარ-ფუტურისტი. გარდაიცვალა 1967 წელს.

1898 _ მარსელი დელანუა‚ ფრანგი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1962 წელს.

1907 _ ანდრო ლომიძე‚ მწერალი. გარდაიცვალა 1988 წელს.

1933 _ ნოდარ გაბუნია‚ კომპოზიტორი. გარდაიცვალა 2000 წელს.

გარდაიცვალნენ:

ჩვ.წ.აღ-მდე 399 _ სოკრატე‚ დიდი ბერძენი ფილოსოფოსი‚ პლატონის მასწავლებელი.

1440 _ ჟან ვან ვეიკი‚ ფლამინდიელი მხატვარი.

1850 _ ზაკარი ტეილორი‚ აშშ-ის მე-12 პრეზიდენტი.

1856 _ ამედეო ავოგადრო‚ ფიზიკოსი‚ მოლეკულური ფიზიკის ერთ-ერთი მთავარი კანონის ავტორი.

მოვლენები:

1816 წელი _ არგენტინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1835 წელი _ საფრანგეთში გაიხსნა სენტ-ეტიენის რკინიგზა.

1900 წელი _ ავსტრალიამ კონსტიტუცია მიიღო.

1906 წელი _ დაიშალა რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბირო.

1957 წელი _ აღმოაჩინეს მენდელეევის სისტემის 102-ე ელემენტი.

ღირსსახსოვარი დღეები:

არგენტინა _ დამოუკიდებლობის დღე.

პანამა _ წამებულთა დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე