დღის კალენდარი - 1 ივლისი

წლის 173-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 193 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა მიქაელ ულუმბოელისა (VI); მოწამეთა: ლეონტისი, იპატიოსისა და თეოდულესი (70-79).

დაიბადნენ:

1646 _ გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი, გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, თეოლოგი, დიპლომატი. გარდაიცვალა 1716 წელს.

1767 _ დავით ბატონიშვილი, ქართლ-კახეთის გამგებელი (1800_1801), გიორგი XII-ის ძე. გარდაიცვალა 1819 წელს.

1851 _ ალექსანდრე სარაჯიშვილი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი. გარდაიცვალა 1914 წელს.

1872 _ ლუი ბლერიო, ფრანგი ავიაკონსტრუქტორი და მფრინავი. 1909 წელს პირველმა გადაუფრინა ლა-მანშის სრუტეს. გარდაიცვალა 1936 წელს.

1909 _ სერგო ზაქარიაძე, თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი. გარდაიცვალა 1971 წელს.

1961 _ პრინცესა დიანა (დიანა სპენსერი), დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ჩარლზის ყოფილი მეუღლე. დაიღუპა ავტოკატასტროფაში 1997 წელს.

გარდაიცვალნენ:

1860 _ ჩარლზ ნელსონ გუდირი, ამერიკელი გამომგონებელი.

1896 _ ჰარიეტ ბიჩერ-სტოუ, ამერიკელი მწერალი.

1973 _ ლორენს ჰემონდი, ამერიკელი გამომგონებელი.

1974 _ ხუან დომინგო პერონი, არგენტინის პრეზიდენტი 1946-1955 წლებში.

მოვლენები:

1200 წელი _ ჩინეთში გამოიგონეს მზის სათვალეები (თარიღი მიახლოებითია).

1625 წელი _ გაიმართა მარაბდის ბრძოლა ქართლ-კახეთის ლაშქარსა და ყიზილბაშ დამპყრობთა შორის. ქართველთა ჯარი დამარცხდა.

1877 წელი _ ჩატარდა უიმბლდონის პირველი ტურნირი ჩოგბურთში.

1916 წელი _ I მსოფლიო ომის დროს დაიწყო ბრძოლები სომაზე ინგლის-საფრანგეთსა და გერმანიას შორის. ინგლისელებმა პირველად ისტორიაში გამოიყენეს ტანკები. ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა (1 ივლისი _ 18 ნოემბერი).

1946 წელი _ ომის შემდეგ გამოცადეს ატომური ბომბი ბიკინის ატოლზე.

1960 წელი _ თბილისში დაარსდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

1968 წელი _ დიდმა ბრიტანეთმა, საბჭოთა კავშირმა, აშშ-მ და სხვა 58-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.

1997 წელი _ ჩინეთს კვლავ შეუერთდა ჰონკონგი, რომელიც ამჟამად სიანგანის სახელწოდებითაა ცნობილი.

ღირსსახსოვარი დღეები:

არქიტექტურის საერთაშორისო დღე

კანადა _ კანადის დღე.

ბურუნდი _ დამოუკიდებლობის დღე.

რუანდა _ დამოუკიდებლობის დღე.

განა _ რესპუბლიკის დღე.

სომალი _ კავშირის დღე.

სურინამი _ თავისუფლების დღე.

თურქეთი _ სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე.

ლესეტო _ ოჯახის დღე.

უკრაინა _ არქიტექტორის დღე.

ჩინეთი — კომუნისტური პარტიის დაარსების დღე.