უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ნოემბერი, 2016 14:30
font-size

EBRD-მა საკონსულტაციო გრანტის ფარგლებში კომპანიები შეარჩია

თბილისის მერია ,,ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან" (EBRD) თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს. „მწვანე ქალაქის“ და ენერგოეფექტურობის მიმართულებით EBRD-მა, საკონსულტაციო გრანტის ფარგლებში, ის კომპანიები შეარჩია, რომელთა კონსულტანტებიც თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ორი მიმართულებით იმუშავებენ:

1. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის შემუშავება - კომპანია „EMPRESS";
2. მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის ტექნიკურად განხორციელების ანალიზი - კომპანია „ACCIONA INGENIERIA“, _ აცნობეს მედიანიუსს მერიიდან.

პროექტზე და თანამშრომლობის გზებზე სასაუბროდ თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და ენერგოეფექტურობის თემაზე მომუშავე საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, შეიქმნება მუნიციპალური შენობებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის მონაცემთა ბაზა, შეირჩევა სარეაბილიტაციო შენობები, რის შემდეგაც განისაზღვრება ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიებები და მეთოდები.

დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ, ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით თბილისის მერია აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

მისივე თქმით, ენერგოეფექტურობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, საპილოტე პროექტის ფარგლებში, თბილისის საჯარო ბაღების ენერგოეფექტურ შენობებად გადაკეთება, რის შედეგადაც გაცილებით ნაკლები რესურსი იხარჯება აღნიშნული ბაგა-ბაღების მოვლა-პატრონობაზე.

„მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის განხორციელება აქტუალურია, ერთის მხრივ, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური გამოყენებისა და, მეორეს მხრივ, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რადგან მკვეთრად მცირდება გამონაბოლქვის მოცულობა. ამასთან, პროექტი მნიშვნელოვანია ევროკავშირის წინაშე და „მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლის მიხედვითაც CO2-ის მოცულობა 2020 წლამდე 20%-ით უნდა შემცირდეს. კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის მერიის ყველა სამსახური მზად არის, საკითხზე აქტიურად იმუშაოს “-განაცხადა თბილისის მერმა.

შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტურობის თემაზე პრეზენტაცია გამართეს. სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ენერგოეფექტური პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის მერიისა და EBRD-ის თანამშრომლობა წარმატებული იქნება.

საკვანძო სიტყვები:

„არა ნამახვანჰესს“ – მთავრობის კანცელარიასთან 24 საათიანი აქციები დაიწყო

17 აპრილი, 2021 , 19:59

“რიონის ხეობის მცველების” მხარდასაჭერად, ლოზუნგით „არა ნამახვანჰესს“ მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი აქცია არ შეწყდება, ის 24 სა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს

17 აპრილი, 2021 , 17:05

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-19 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე გათბება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს

რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი

17 აპრილი, 2021 , 17:05

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.   „გირჩი“ შედის პარლამენტში, მაგრამ არ შედის სხდომათა დარბაზში...   ნინ

უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი

17 აპრილი, 2021 , 15:55

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გ

“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

17 აპრილი, 2021 , 15:09

"არა ნამოხვანჰესს!" - რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია ლონდონში საქართველოს საელჩოსთან გაიმართა. აქციის მონაწილეები სრულად იზიარებენ ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს და ამბობენ რომ ხეობაში გიგანტური ჰესი არ უნ

მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს

17 აპრილი, 2021 , 15:04

გეოლოგი თეა გოდოლაძე ფეისბუქზე ვაშლიჯვრის დამეწყრილი ტერიტორიიდან ახალ ფოტოს ავრცელებს: "ეს არის უკვე მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი. მეშინია რომ ვდებ, ხვალე კომპანიის კარდიოლოგი დირექტორი ამოავს