უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


კონფლიქტის ზონა

4 ოქტომბერი, 2017 11:00
font-size

ერგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის საკითხი განიხილეს

საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები და ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენეს.

„განსაკუთრებული ყურადღება ცხადია დაეთმო გიორგი გიუნაშვილის საქმეს, ეს პიროვნება კვლავაც იმყოფება უკანონო პატიმრობაში და ჩვენ მონაწილეებს კვლავაც შევახსენეთ, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები არის გამოგონილი და ვალიდულ არგუმენტაციას მოკლებული“-აცხადებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე.

საუბარი იყო გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმის გამოძიების აუცილებლობაზეც.

„დღევანდელ შეხვედრაზე ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენმა წარმომადგენელმა დაწვრილებითი ინფორმაცია წარადგინა. დამატებითი ექსპერტიზა და ყველა საჭირო ქმედება ჩატარდა, საქმე დაიხურა. რაც შეეხება ისტორიულ ძეგლებს. ერედვსადა სხვა დასახლებებში არ დაზიანებულა არც ერთი ტაძარი. ჟენევის მოლაპარაკებების დელეგაციის წევრები ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ ადგილზე და აქ არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ,“-განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ

16 ოქტომბერი, 2017 , 12:50

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ. - ამის შესახებ РИА Новости-ს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა, ვადიმ ასტაფიევმა განუცხადა. მისი თქმით, ტაქტი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან კონსულტაციებზე მთავარი თემა ეთნიკური წმენდის გაგრძელება იყო

11 ოქტომბერი, 2017 , 10:20

10 ოქტომბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის პირველ დღეს, გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, აგრეთვე ამერიკის შეერთებული

ქეთევან ციხელაშვილი ანა კაპელოს შეხვდა

6 ოქტომბერი, 2017 , 10:20

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსს ანა კაპელოს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის დელეგაციის ე.წ. ვიზიტი რუსეთის მხრიდან პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა - საგარეო უწყება

4 ოქტომბერი, 2017 , 16:35

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ე.წ. ვიზიტს გამოეხმაურა. საგარეო უწყება ფაქტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველ

სამხრეთ ოსეთში ქართულ ენაზე სწავლება არ იკრძალება - დე ფაქტო საგარეო უწყება

29 სექტემბერი, 2017 , 13:50

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, 27 სექტემბერს რუსეთის ტელეკომპანია „Россия 1“-ის გადაცემა „60 минут“-ში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. დე ფაქტო უწყების განცხადებაში ნა

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა

26 სექტემბერი, 2017 , 11:55

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ Sputnik-Оссетия ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. გათავისუფლებამდე საქართველოს მოქალაქეებმა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე