საზოგადოება


ფერმერებს ბოსტნეულის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა ფერმერებს, აგრარული მიმართულების სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ბოსტნეულის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით პომიდვრის, ბადრიჯნის და წიწაკის მყნობა შეისწავლეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებისადმი გამძლე საძირის და სასურველი ჯიშის/ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას, რაც მცენარეების დაავადებებისგან დაცვას, ვეგეტაციის გახანგრძლივებას და მოსავლიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა აგარარული მიმართულების სემინარებს და ტრენინგებს, რომლებში მონაწილეობა უფასოა.
ტრენინგებისა და სემინარების შესახებ ინფორმაცია, ასევე სააპლიკაციო ფორმა ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წინასწარ ქვეყნდება.
საკვანძო სიტყვები:
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს
16 იანვარი, 2021 , 15:00

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი
16 იანვარი, 2021 , 11:15

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი
15 იანვარი, 2021 , 19:59

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
15 იანვარი, 2021 , 19:35