უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
15 ივლისი, 2017 12:50
ფოთის ბაზრობის მოვაჭრეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
ფოთის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეებს ხელი პოლიციამ შეუშალა. რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
საბოლოოდ, გზა სამართალდამცველების ჩარევის შედეგად გაიხსნა და ამ დროისათვის ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ბაზრობაზე მიმდინარე წლის 10 ივლისს, 2 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. განადგურებული მაღაზიების და დამწვარი საქონლის მეპატრონეებს ქონება დაზღვეული არ ჰქონდათ.
ნინო ექვთიმიშვილი