უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

29 მარტი, 2017 12:35
font-size

გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ ტერტიორიებზე რუსეთის ქმედება დაგმო

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტეროტირიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

როგორც გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ განაცხადა, უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობამ, რუსეთის ქმედებები დაგმო.

„გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზედაც განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. უმრავლესობამ დაგმო ის ქმედებები რასაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ დაგმეს ე.წ არჩევნები, რომელიც აფხაზეთში ჩატარდა და ყველამ ცალსახად, ძალიან მკაფიო გზავნილები გააჟღერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“,-აღნიშნა იმნაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრის დროს.

გაეროში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების საკითხის დაყენება უკრაინის წარმომადგენლის ვლადიმირ ელჩენკოს ინიციატივით მოხდა.

დახურული სხდომის შემდეგ ვლადიმირ ელჩენკომ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პროვოკაციული ქმედებები „ანალოგიურია იმისა, რაც ხდება ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე“.

„უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებზე. ასევე, 2017 წელს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენდუმებზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებისთვის სახელის შეცვლასა და მის რუსეთის ფედერაციაში უკანონო შესვლას ითვალისწინებს. რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებების ინტეგრაცია და გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, ართულებს ადამიანის უფლებების დაცვასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ყველა ეს საკითხი, ჩვენი აზრით, იმსახურებს გაეროს უშიშროების საბჭოს ყურადღებას. მოხარულები ვართ, და მადლობას ვუხდით, კოლეგებს იმისათვის, რომ უმრავლესობამ, რუსეთის გარდა, ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე კომენტარი გააკეთა და მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზვღვრებში“,-აღნიშნა ელჩენკომ.

მონიკა დავლიანიძე

საოკუპაციო ზოლთან გუშინ უკანონოდ დაკავებული 24 წლის ახალგაზრდა გაათავისუფლეს

23 აგვისტო, 2019 , 17:25

საოკუპაციო ძალების მიერ არცევთან გუშინ უკანონოდ დაკავებული 24 წლის გიორგი ზანგურაშვილი უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-ის ცნობით, ზანგურაშვილი ამჟამად ს

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს

22 აგვისტო, 2019 , 12:20

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლი

გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი გამოჩნდა

21 აგვისტო, 2019 , 15:33

ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი „მი 8“ შემოფრინდა. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფასებს მორიგ პროვოკაციულ ქმედებად. „ფაქტზე გააქტი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუთიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

21 აგვისტო, 2019 , 12:20

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუთიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილზე დღეს დილიდან გამოჩდნენ, სადაც კვლავ განაახლეს საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, რკინის ბოძებისა და მავთულ

ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს - ედგარს რინკევიჩსი

21 აგვისტო, 2019 , 11:21

გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ედგარს რინკევიჩსმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი არის საქართველოს სუვერენიტეტი

მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

21 აგვისტო, 2019 , 01:41

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალუბ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს