უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- 22.11.2024 13:07აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“
- 22.11.2024 12:49საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა
- 22.11.2024 12:01ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა
- 22.11.2024 11:01აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
არქივი
საზოგადოება
იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, ეტლები იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 12 დევნილს გადაეცა.
ეტლების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია, აგრეთვე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.