უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 სექტემბერი, 2017 17:55
font-size

ისრაელის სახლის ორგანიზებით, თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საღამოს, რომელიც „ისრაელის სახლისა “ და ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ორგანიზებით ჩატარდა, დაესწრნენ ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსი.

ღონისძიებას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე უძღვებოდა.

ყოველწლიურად, 5 სექტემბერს ევროპის ქვეყნებში ებრაული კულტურის დღეებს სხვადასხვა ღონისძიება ეძღვნება. ის საქართველოში წელს მეორედ აღინიშნა.
სიტყვით გამოსვლისას იციკ მოშემ აღნიშნა, ებრაელ ხალხს აქვს ერთადერთი სამშობლო და ეს ისრაელია. „დაინგრა პირველი და მეორე ტაძრები და ებრაელი ხალხი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. მას ქვეყნების დიდ ნაწილში ეუბნებოდნენ, რომ მათი ადგილი იქ არ არის და ისრაელს უნდა დაუბრუნდნენ. 2 ათასი წლის შემდეგ, მოგვეცა საშუალება, დაგვებრუნებინა ჩვენი ქვეყანა, დაგვეწყო ცხოვრება საკუთარ მიწაზე, სადაც ახლა ზოგიერთი მეზობელი გვეუბნება, რომ ჩვენი ადგილი ისრაელში არ არის“, - განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა, დიასპორაში ყოფნისას შექმნილი მემკვიდრეობა დღეს ქვეყნებმა ისრაელთან ურთიერთობისთვის უნდა გამოიყენონ, ხოლო დღეს დროებით დიასპორაში მყოფ ებრაელობას არ აქვს სხვა გზა, გარდა ჰასბარასი - ისრაელის ღირსეულად წარმოდგენისა და მხარდაჭერისა.

იციკ მოშეს თქმით, წელს საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით კი, „ისრაელის სახლი“ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს ხელმძღვანელობს. „ისრაელის სახლის“ მიზანია ეს მარშრუტი ისრაელელებისა და მსოფლიო ებრაელობისთვის საქართველოს გაცნობის საშუალება გახდეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა. მისი თქმით, საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტით შეიქმნა ახალი სამკუთხედი: ისრაელი - საქართველო-ევროსაბჭო, რომელიც სამმხრივი თანამშრომლობისთვის კარგი ინსტრუმენტია. ისრაელი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს საქართველოსთან ურთიერთობას, ამ მარშრუტით საქართველოს ეცნობა აგრეთვე, მსოფლიო ებრაელობა, რომელიც თავის წვლილს შეიტანს კავშირების გაღრმავებაში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსი.
იციკ მოშემ კი წარადგინა ისრაელში მოქმედი სარას ფონდის ორი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს, ისრაელის სახლის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული წიგნების მუდმივმოქმედი კუთხის გახსნასა და საქართველოს უნივერსიტეტში სასწავლო კურსის „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებში “ წარჩინებული სტუდენტის იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმში _ იად ვა-შემში ვიზიტის ხარჯების დაფინანსებას.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი