უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება 12.05.2012 15:02

კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება. ტაძრის სახურავის მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოყო.

კასპში ამჟამად ორი მოქმედი ეკლესიაა, მაგრამ ფართობის სიმცირის გამო მრევლის დიდი ნაწილი რელიგიურ დღესასწაულებზე ეკლესიაში შესვლას ვერ ახერხებს. კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა მრევლის და სამღვდელოების თხოვნა და გასულ წელს ქალაქის ცენტრში, ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძრის ასაშენებლად 2 383 კვ.მ. ფართობი გამოყო. ტაძრის ასაშენებლად ადგილი სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა, ანდრიამ (გვაზავა) აკურთხა და ჯვარიც აღმართა. ამჟამად ეკლესიის შენობა უკვე აშენებულია და გარე მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. მრევლი, ადგილობრივი მოსახლეობა და მღვდელმსახურები კმაყოფილი არიან კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადგომით ტაძრის მშენებლობის საქმეში.

ტაძრის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობას ხშირად ათვალიერებს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ხაჩირაშვილი.