უახლესი ამბები
- 21.02.2019 11:54შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინის“, „ჰეროინის“ და „სუბუტექსის“ გავრცელება აღკვეთა
- 21.02.2019 11:39რუსთავის მერს უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავი ფიზიკურად გაუსწორდაო
- 21.02.2019 11:10რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს
- 21.02.2019 11:10მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეშვეობით მიიღებს - ნათია თურნავა
- 21.02.2019 11:10მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკიდან გააგდეს - რომან გოცირიძე
- 21.02.2019 11:10ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი - გიგი უგულავა
- 21.02.2019 10:30თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა
- 21.02.2019 10:30ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები - ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს
- 21.02.2019 10:30მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე - დაკავებულია ხუთი პირი
- 21.02.2019 10:30გლდანისა და ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება -„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“
არქივი
კონფლიქტის ზონა


კაზაკთა რაზმების შემოყვანა იგეგმება ცხონვალის რეგიონში - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა, რომლის თანახმად 2017 წლის პირველი ივნისიდან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კაზაკთა რაზმები დგანან.
ნათელაშვილი მიმართავს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის მთავრობებს, რათა მათ, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, მოიწვიონ სპეციალური სხდომა და განიხილონ რუსეთის აგრესია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„საქართველო-რუსეთის საზღვარს მოადგნენ კაზაკთა რაზმეულები, იგივე რუსული მხედრიონი. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია მათი შემოყვანა ცხინვალის რეგიონში. პირდაპირი საფრთხე ექმნება თრუსოს ხეობას! საქართველოს მთავრობა, ივანიშვილის რეჟიმი რომელიც გარიგებულია კრემლთან დუმილზე და გაჩუქებული აქვს უკვე საქართველო, რა თქმა უნდა არავითარ ზომებს არ იღებს.
ამიტომ მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის მთავრობებს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, სასწრაფოდ მოიწვიონ სხდომა და განიხილონ რუსეთის აგრესიიის საკითხი საქართველოში, დაადონ სანქცია რუსეთის სახელმწიფოს იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროა ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი გარიგებულია კრემლთან დუმილზე, უმოქმედობაზე, რათა საბოლოოდ მოამთავრონ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საკითხი.
საქართველოს მთავრობა არ ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის მოწვევას, არ ჩადის კონფლიქტის ზონაში არცერთი უმაღლესი ხელმძღვანელი პირი, მაშინ როცა პირდაპირ იხვნება და იფარცხება მიწა ქართლისა. დუმს საქართველოს წამომადგენლობები ეუთოში, ნატოში, გაეროში, ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში, ევროკავშირში და მთლიანად დიპლომატიური კორპუსი დუმს.
იმედია, საქმეს იქამდე არ მიიყვანენ, რომ რუსეთის ჯარი შემოგვიყვანონ თბილისში, თუმცა ამ ტემპებით ისინი შეიძლება თბილისსაც გასცდნენ, თუ ჩვენ არ მივიღებთ განსაკუთრებულ გადამწყვეტ ზომებს.
მთელი ერი დღეს უნდა გაერთიანდეს ოკუპაციის ახალი საფრთხეების წინააღმდეგ !“,- განცხადა ნათელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს
13 თებერვალი, 2019 , 15:40

ეუთო-ს თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
11 თებერვალი, 2019 , 12:56

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება
9 თებერვალი, 2019 , 16:45

ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხი - დღეს ერგნეთის შეხვედრა გაიმართება
8 თებერვალი, 2019 , 10:15
სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს
7 თებერვალი, 2019 , 14:40

საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზა გადაკეტა –ციხელაშვილი
7 თებერვალი, 2019 , 14:40