უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 აპრილი, 2017 15:25
font-size

კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ - სერგი კაპანაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომებიდან მხოლოდ იმ სხდომის პირდაპირი ეთერის სიგნალი მიეწოდება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გავა.

ამის შესახებ განცხადება კახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა და როგორც განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ მიიღო.

„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა სხვა კერძო ტელევიაზიას სხვადასხვა კომიტეტიდან, სესიიდან, ბიუროს სხდომიდან ერთიან „ლაივ-სტრიმს“ გადასცემს. ეს არის ე.წ. შავი „ლაივ-სტრიმი“, რომლის შესაძლებლობაც ტელევიზიების საერთო რესურსებით შეიქმნა. შემდგომ თავად ტელევიზია ირჩევს, რომელი კომიტეტის სხდომა აიღოს. შეიძლება ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობდეს ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომები, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი „ლაივ-სტრიმს“ ყველა ტელევიზიას გადასცემდა და თავად ტელევიზია ირჩევდა, რა გაეშუქებინა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან საზოგადოებრივი მეუწყებლის მეორე არხის ეთერში რაც გავა, კერძო ტელევიზიები მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ.

ჟურნალისტები სერიოზულად შეშფოთებული არიან. ეს იქნება პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გაშუქების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი- ტელევიზიებმა გააშუქონ ის, რასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ და არა ის, რასაც საჭიროდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩათვლის. ისედაც არის კითხვის ნიშნები, თუ რატომ ხდება GDS-ის გუნდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადასვლა, საუბარია გადაცემების დახურვაზე. ჩვენ პარლამენტის წევრებმა არ უნდა დავუშვათ უკან გადავდგათ ნაბიჯი”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

1 აპრილი, 2020 , 22:12

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

1 აპრილი, 2020 , 21:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამია

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

1 აპრილი, 2020 , 21:00

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტ

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

1 აპრილი, 2020 , 16:00

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ს