უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
29 ივლისი, 2017 12:15
ხარაგაულში მშენებარე სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში ორი მუშა მოყვა
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს, ინციდენტი მოხდა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარაგაულის გამგებელზე ნიკოლოზ თოფურიძეზე დაყრდნობით იუწყება, მშენებარე გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა.
გამგებლის ინფორმაციით, ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ წუთებში, ხაშურიდან თბილისის მიმართულებით გადმოჰყავთ.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცი თბილისში, „ლანცეტის“ კლინიკაში მკურნალობს.
ნინო ექვთიმიშვილი