Land Cruiser 6 - ბორბლიანი გახდა

მას მერე, რაც ”მერსედესმა” 6-ბორბლიანი G-კლასი, უფრო კონკრეტულად კი, Mercedes-Benz G63 6X6 წარადგინა, კიდევ რამდენიმე სამხიდიანი ავტომობილი შეიქმნა. იყო Duster-ისა და Land Rover Defender-ის ასეთი ვერსიებიც. ახლა კი ასეთივე Toyota Land Cruiser 70 გახდა.

ძველი ლენდ კრუიზერის გადაკეთება კომპანია NSV Auto-ს ტიუნერებმა მოინდომეს და ამოცანას თავი საკმაოდ კარგად გაართვეს.

ავტომობილის კაპოტის ქვეშ 4,5-ლიტრიანი V8 ტურბოდიზელი მუშაობს, რომლის სიმძლავრე 398 ცხენის ძალაა, ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი - 495 ნმ. გადაცემათა კოლოფი 5-საფეხურიანი მექანიკაა.

ტიუნერები კიდევ რამდენიმე ასეთი ეგზემპლარის გაკეთებას და, ცხადია, გაყიდვასაც გეგმავენ.

მონიკა დავლიანიძე