უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

6 თებერვალი, 2017 11:55
font-size

მაქსიმალურად უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო ბერკეტები იმისათვის, გიორგი გიუნაშვილი ვიხსნათ პატიმრობიდან - ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ ბაშიძე, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის საკითხს ხვალ პრაღაში, აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილავს.

როგორც აბაშიძემ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მას გიუნაშივლზე საუბარი ევროპელ კოლეგებთანაც ექნება.

„ევროპელ კოლეგბთანაც მექნება შეხვედრა პრაღაში და აუცილებლად მექნება ამ თემაზე საუბარი, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზთან, რა პრობლემებს ვაწყდებით ჩვენ თითქმის ყოველდღიურად. რამდენადაც მე ვიცი, განსახილველად მზადდება ეს საკითხი ჟენევის ფორმატის ფარგლებში არსებული მექანიზმებით. უნდა მოხდეს ამის უფრო დეტალური განხილვა. ძალიან ცუდი ფაქტია, ძალიან სამწუხარო ფაქტია და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო ბერკეტები იმისათვის, რათა ვიხსნთ ეს ადამიანი პატიმრობიდან“,-აღნიშნა აბაშიძემ.

2016 წლის 8 ივნისს საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს მარიონეტულმა რეჟიმმა 2017 წლის 3 თებერვალს, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მარიონეტული რეჟიმი გიუნაშვილს დივერსიულ, ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებს.

ხვალ, პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

მონიკა დავლიანიძე

“მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზი, სიმშვიდე და სიწყნარეა” – ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა

1 აპრილი, 2020 , 17:50

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მოინახულა. მინისტრის თქმით, პრემიერ მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საოკუპაციო ხა

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს - გიორგი გახარია

30 მარტი, 2020 , 18:44

მოგეხსენებათ, ჩვენ ვიმყოფებოდით ზუგდიდში. რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ეს გუშ

პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის - ქეთევან ციხელაშვილი

28 მარტი, 2020 , 16:35

საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან, ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხ

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა - გიორგი გახარია

28 მარტი, 2020 , 15:25

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, - სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიე

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის” გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

26 მარტი, 2020 , 14:00

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის (მომო)" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა,- ამის შესახებ „მედიანიუსს&rdqu

აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ - 15 ქვეყნების ერთობლივი განცხადება

23 მარტი, 2020 , 17:49

აშშ-ს საელჩო 15 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუვერენული ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. საელჩოს განცხადებაში ვკით