უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 დეკემბერი, 2024 19:12
font-size

მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით - სალომე ზურაბიშვილი

სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსირონ, რომ ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა.

“სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად - არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. ასე რომ, ხვალ დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ყოველდღიურად ვართ”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მზად ვარ როცა უნდა შევხვდე ბიძინა ივანიშვილს - სალომე ზურაბიშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 19:22

„ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქ

ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ - მარკო მიხელსონი

21 დეკემბერი, 2024 , 13:11

ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ, - ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი წერს. „პირველ რიგში, ქართვე

ეუთო/ოდირმა ოპოზიციის ხუთი მთავარი ტყუილი ამხილა - შალვა პაპუაშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 13:01

ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს, – ამის შესახებ

ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ - სალომე ზურაბიშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 10:56

არც „რუსული“ კანონები, თუ „რუსული“ არჩევნები აღარ კმარა, ახლა უნდათ, ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვნანონ, ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია, &ndas

ქმედებებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს, ეს არის დემოკრატიული გამოსავალი ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც ამ არჩევნებმა ჩააგდო საქართველო - სალომე ზურაბიშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 08:49

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშს ეხმაურება. „კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს არის დემოკრატიული გამოსავალი იმ ღ

`ეუთო/ოდირის დასკვნა ხელახალი არჩევნების საფუძველია` - ოთხი ოპოზიციური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

21 დეკემბერი, 2024 , 08:41

„ძლიერი საქართველოსთვის,“ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ერთობლივ გან