უკან

კომენტარი

2 ოქტომბერი, 2024 14:20
font-size

მიხაელ როთი არის ძალიან დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის, რაც მეტად იაქტიურებს ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობა, არ შეიძლება, უცხოელი ასეთი პირდაპირი და უხეში ფორმით ერეოდეს საარჩევნო პროცესებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიხაელ როთის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, რაც მეტს ისაუბრებს მიხაელ როთი, მით უკეთესი იქნება ეს „ქართული ოცნებისთვის“.

„პრაქტიკული თვალსაზრისით ამას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი, პირიქით, მიხაელ როთი არის ძალიან დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, რაც მეტად იაქტიურებს მიხაელ როთი ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აქვეყნებს ვიდეომიმართვას, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია.

როთი აქვეყნებს ორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი ივანიშვილი უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში და შევარდნაძემ მას ერთი-ორჯერ სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა - მიხეილ სააკაშვილი

18 დეკემბერი, 2024 , 17:15

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „დაიტოვეს“ ჯგუფში ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში. მინდა ამ ადამიანებს ვუპასუხო მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რო

არავის სიჩუმე დაგვავიწყდება, მათ შორის, არც მოვალეობის მოხდის მიზნით მოგდებული სთორები - ზურაბ ჯაფარიძე

18 დეკემბერი, 2024 , 17:01

არავის სიჩუმე დაგვავიწყდება, მათ შორის, არც მოვალეობის მოხდის მიზნით მოგდებული სთორები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თ

ქართული რეჟიმი ყველა მზაკვრულ გზას იყენებს ხელისუფლებაში დასარჩენად. ტყუილებს ავრცელებენ და მოსახლეობის მანიპულირებას ცდილობენ. სირცხვილი ირაკლი კობახიძეს! - მიხაილ როთი

18 დეკემბერი, 2024 , 16:39

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი „ქართული ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება: „[მდგომარეობა] უარესდება და უარესდება! ქართული რეჟიმი ყველა მზაკვ

საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა და ერთსულოვნება უახლეს ისტორიას არ ახსოვს - მამუკა ხაზარაძე

18 დეკემბერი, 2024 , 16:08

დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას და მეც ამაყი ვარ, რომ ამ პროტესტის ავანგარდში ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძ

ხალხის სიკვდილი გინდოდათ. ბოლო-ბოლო, მართლა ნუ გაახურეთ საქმე - მამუკა მდინარაძე

14 დეკემბერი, 2024 , 19:50

ხალხის სიკვდილი გინდოდათ. ბოლო-ბოლო მართლა ნუ გაახურეთ საქმე, - ასე მიმართა, "ოცნების" პრტაქტივი დასაშოშმინებლად რუსთაველის გამზირზე მისულმა, მამუკა მდინარაძემ კრიტიკული მედიებს. "დამანახეთ რომელია საჯარო მოხელ

ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა, არანაირი სურვილი არ მაქვს ამერიკაში მოგზაურობის და სადმე წასვლის - კახა კალაძე

13 დეკემბერი, 2024 , 13:26

„აშშ-ს მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქ