უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 ივლისი, 2018 17:30
font-size

მინდა, დავუჭირო მხარი იმ კანდიდატურას, რომელიც აჭარისთვის იქნება საუკეთესო - ზაზა ოქუაშვილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის პროცესის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ზაზა ოქუაშვილთან კონსულტაცია გამართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ზაზა ოქუაშვილმა განუცხადა, საკუთარ პოზიციას „ქართული ოცნების“ კანდიდატ, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით სესიაზე დააფიქსირებს.

„ჩემი პოზიცია სესიაზე გამოჩნდება, თუმცა მანამდე ჯერჯერობით მინდა, რომ კარგად გავეცნო კანდიდატის დამსახურებას, დავუშვათ, რა გაუკეთებია აჭარისთვის.

ვიცით, რომ ჩართული იყო ჰესების მშენებლობაში, იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ახალგაზრდა კაცია.

უმრავლესობა აყენებს მის კანდიდატურას და შესაბამისად, უმრავლესობამ უფრო კარგად იცის და ალბათ, უმრავლესობა უფრო კარგადაც გვეტყვის. უმრავლესობასთანაც უნდა იყოს კონსულტაცია.

მე არ ვარ ისეთი ოპოზიცია, რომელიც ასე ვთქვათ, იაფად ავლენს მის ოპოზიციონერობას. მე მინდა, დავუჭირო მხარი იმ კანდიდატურას, რომელიც აჭარისთვის იქნება საუკეთესო.

აჭარის კეთილდღეობისთვის რა პოზიციაც კარგი იქნება, ყოველთვის ვიქნები იმ პოზიციასთან. თუ ეს პოზიცია დაემთხვევა უმრავლესობის პოზიციას, კარგი იქნება“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს ​საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით“ განსაზღვრული პროცედურების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან გამართავს მოლაპარაკებებს და ამ კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.

კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

27 მაისი, 2020 , 11:10

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი, 2020 , 14:40

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ ა