უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


კონფლიქტის ზონა

4 ოქტომბერი, 2017 16:35
font-size

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის დელეგაციის ე.წ. ვიზიტი რუსეთის მხრიდან პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა - საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ე.წ. ვიზიტს გამოეხმაურა.

საგარეო უწყება ფაქტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.

„რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს, მისი საოკუპაციო რეჟიმებისა და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობის ლეგიტიმაციას, და ქართველთა ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის დაკანონებას. ხსენებული ვიზიტი სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს.

საქართველოს საგარეო უწყების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული გატარება წარმოადგენს.

როგორც ხსენებული ე.წ. ვიზიტის, ასევე აგვისტოს თვეში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების სირიაში „ვიზიტისას“ შესაბამისი არხებით შედგა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან”,- აღნიშნავენ უწყებაში.

სირიის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდა.

სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ

16 ოქტომბერი, 2017 , 12:50

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ. - ამის შესახებ РИА Новости-ს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა, ვადიმ ასტაფიევმა განუცხადა. მისი თქმით, ტაქტი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან კონსულტაციებზე მთავარი თემა ეთნიკური წმენდის გაგრძელება იყო

11 ოქტომბერი, 2017 , 10:20

10 ოქტომბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის პირველ დღეს, გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, აგრეთვე ამერიკის შეერთებული

ქეთევან ციხელაშვილი ანა კაპელოს შეხვდა

6 ოქტომბერი, 2017 , 10:20

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსს ანა კაპელოს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ

ერგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის საკითხი განიხილეს

4 ოქტომბერი, 2017 , 11:00

საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები და ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხები. ინციდენტების პრე

სამხრეთ ოსეთში ქართულ ენაზე სწავლება არ იკრძალება - დე ფაქტო საგარეო უწყება

29 სექტემბერი, 2017 , 13:50

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, 27 სექტემბერს რუსეთის ტელეკომპანია „Россия 1“-ის გადაცემა „60 минут“-ში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. დე ფაქტო უწყების განცხადებაში ნა

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა

26 სექტემბერი, 2017 , 11:55

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ Sputnik-Оссетия ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. გათავისუფლებამდე საქართველოს მოქალაქეებმა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე