უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

25 იანვარი, 2017 17:15
font-size

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის თქმით, კონკრეტული პირები, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურთ, ოფიციალურ რეგისტრაციამდე დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია.

ამის შესახებ მის ოფიციალურ განცხადებაში წერია.

თიბილოვი ამბობს, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში უკვე დაიწყო წინასაარჩევნო აგიტაცია, რაც ეწინააღმდეგება არაღიარებული რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობას.

„განსაკუთრებით მაშფოთებს ის, რომ ისინი და მათი მხარდამჭერები ახორციელებენ მოქმედი ხელისუფლებისა და მათი შესაძლო ოპონენტების დაუფარავ დისკრედიტაციას. ხშირად მას მოჰყვება შეურაცყოფა, რაც დაუშვებელია. მე, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი, მივმართავ მათ, არ გადაუხვიონ კანონს“, - წერს თიბილოვი.

თვითაღიარებულ რესპუბლიკის მე-3 პრეზიდენტის განცხადებით, ის არ დაუშვებს 2011 წლის მოვლენების განმეორებას, რომელიც „ერი კინაღამ გახლეჩვამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე “ მიიყვანა.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩვენები 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. თარიღი თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა დანიშნა 17 იანვარს.

ანა მებურიშვილი

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო მთავარი თემა ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილება - ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების

მზად ვართ თბილისთან დისკუსიებისთვის, თუკი ხელს მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიარებენ სამხრეთ ოსეთს - ანატოლი ბიბილოვი

20 სექტემბერი, 2018 , 13:15

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოსური მხარე მზადაა დისკუსიისთვის თბილისთან იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს კეტავს

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომელიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსებ

ერგნეთში შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წაემომადგენლებმა ჩაშალეს

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს - სუს-ი

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრ

ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე

13 სექტემბერი, 2018 , 11:00

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`