უკან

კონფლიქტის ზონა

5 იანვარი, 2017 18:30
font-size

პანკისის ხეობის იმამმა განცხადება გაავრცელა

პანკისის ხეობის იმამი ბექხან ფარეულიძე სოფელ დუისში კულტურის სახლის დაწვის მცდელობის საკითხს გამოეხმაურა.

შენობა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრია“ განთავსებული, დაუდგენელმა პირებმა, 3 იანვარს ბენზინი მიასხეს.

მომხდართან დაკავშირებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იზა ბექაურმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ხეობაში მცხოვრებთა ერთი ჯგუფი, მას სოციალური ქსელის საშუალებით, საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდა.

როგორც პანკისის ხეობის იმამმა Facebook- ში პირად გვერდზე დაწერა, მომხდარმა ფაქტმა არა მარტო კახეთის განვითარების ფონდს, არამედ პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, მათ სახელს მიაყენა ზიანი.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ პანკისის ხეობაში დანაშაული და კრიმინალი აღკვეთილიყო, ამ მიმართულებით თვალსაჩინო შედეგსაც მივაღწიეთ. მაგრამ გუშინ განვითარებული მოვლენის შემდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, პანკისელი მუსლიმების ეჭვმიტანილებად და სავარაუდო დამნაშავეებად გამოცხადება გვიჩენს კითხვებს და გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს სწორედ ისლამის და მუსლიმი ხალხის დისკრედიტაციის სურვილით ჩადენილი ქმედებაა.

მომხდარი ფაქტის შედეგად თუ ვინმე აღმოჩნდა წაგებული, ეს არც საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც საბედნიეროდ არ დამწვარა და არც კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, რადგან თუ მეტი მხარდამჭერი და გულშემატკივარი არ გაუჩნდა,საბედნიეროდ ზარალი არ მიუღია ამ ორგანიზაციას.

არც რეალური დამნაშავეა დაზარალებული, რომლის ვინაობაც ჯერ არ გამჟღავნებულა, თუმცა მოახერხეს და ჩირქი მოსცხეს ხეობის მუსლიმებს,გრძელდება მუსლიმების მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

ასევე, მსურს გმოვეხმაურო იზა ბექაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ცეკვისა და სიმღერის წრეების გამო მის წინააღმდეგ ადგილობრივი მუსლიმების მხრიდან იყო მუქარა, ეს მოვლენებიც ჩვენს თვალწინ, facebook გვერდზე განვითარდა, ყველა ჩვენგანს ჰქონდა საშუალება თვალი ედევნებინა იმ დიალოგისთვის,რომელიც არა ცეკვა-სიმღერის გამო, არამედ იზა ბექაურის და კიდევ რამდენიმე ხეობაში მომუშავე ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლებიც საუბრობდნენ პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის დანიშნული სოციალური დახმარების არამიზნობრიობაზე, აღნიშნული ფაქტის დამახინჯებულად წარმოჩენის მცდელობაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს ჩვენში.

რაც შეეხება ქალთა უფლებებს, ისლამი და პანკისელი მუსლიმები დგანან ქალთა უფლებების და ქალთა კეთილდღეობის სადარაჯოზე , ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ტელევიზიით გაჟღერებული განცხადებები, თითქოს მუსლიმებს ქალთა უფლებების საკითხი გვაღიზიანებს.

ამის ნათელი მაგალითი იყო ჩვენი სულიერი ლიდერის, აბდულ-ქერიმ ქავთარაშილის მიერ ჩატარებული ლექცია ქალთა უფლებების საკითხზე,ეს სწორედ ამ საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა. ჩვენ კი არ გვაღიზიანებს ეს თემა, პირიქით ფონდის მიერ სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ვთანამშრომლობთ კიდეც ამ საკითხებში.

მართალია ისლამის სწავლების მიხედვით ცეკვა და სიმღერა არ არის მიღებული, თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებთ მსგავს რადიკალურ ქმედებებს, არც გაგვიმართლებია.

ბოლოს, ყველას გვინდა მოვუწოდოთ გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი განცხადებების მიმართ და მოეშვან ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე ადამიანების და უფრო მეტიც, ადამიანთა ჯგუფის დადანაშაულებას.

ეს არ მოუტანს არაფერს კარგს არც თითოეულ ჩვენგანს და არც ზოგადად პანკისის ხეობას“,-ნათქვამია პანკისის ხეობის იმამის, ბექხან ფარეულიძის განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

30 მაისი, 2020 , 16:50

სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით, – ამის შესახებ საქართველო

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

29 მაისი, 2020 , 12:54

28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.  ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლო

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები