უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

27 ოქტომბერი, 2016 18:35
font-size

პროექტის დაწყებიდან სამ თვეში სახელმწიფომ 1200-ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზი დააფინანსა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას.

სანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5-ჰა მდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში შეადგენს 80 ლარს, ხოლო 1,5-ჰა დან 5-ჰა მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს, – აცნობეს მედიანიუსს ეკონომიკის სამინისტროდან.

პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე სისაური ამზომველებს შეხვდა და მიმდინარე შედეგების პრეზენტაცია წარუდგინა. მისი განცხადებით, პროექტი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ამ დროისთვის ჯამში 100-ზე მეტი ამზომველია პროექტში ჩართული და სახელმწიფომ უკვე 1200 -ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაფინანსება განახორციელა. „ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს 3 თვის თავზე. ჯამში 100-ზე მეტი ამზომველია ამ პროექტში ჩართული და 1200 -ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაფინანსება განახორციელა სახელმწიფომ. აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. დღეს იმართება სამუშაო შეხვედრა საამზომებლო კომპანიებთან, განიხილება არსებული შედეგები და სტატისტიკური მონაცემები რეგიონების მიხედვით. ასევე გავაანალიზებთ კონკრეტულ რაიონებში გაწეულ სამუშაოებს და ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში და საჭიროებს გარკვეულ რეგულაციას. ძალიან ბევრი განაცხადია შემოსული, რომელიც უკვე ელოდება რეგისტრაციის დასრულებას და ამის შემდეგ დაექვემდებარება სუფსიდირებას“ - განახადა ეკატერინე სისაურმა.

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9279 ლარი გახდა

23 აგვისტო, 2019 , 17:46

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა

23 აგვისტო, 2019 , 10:50

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. როგორც „მედიანიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9336 ლარი გახდა

22 აგვისტო, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9336 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9354 ლარი გახდა

21 აგვისტო, 2019 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

წარმატებით დავასრულეთ ინტენსიური მოლაპარაკებები - „რაინეარი“ საქართველოდან ოპერირებას იწყებს - ნათია თურნავა

21 აგვისტო, 2019 , 16:15

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9275 ლარი გახდა

20 აგვისტო, 2019 , 17:39

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9275 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს