უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 იანვარი, 2017 15:20
font-size

ქართული მხარე „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა

ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა.

„გაზპრომ ექსპორტის“ საბოლოო წინადადებაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, მინისტრთა კაბინეტმა ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.

„როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია, თუმცა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით „გაზპრომ ექსპორტისგან“, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადების მიღება. მთავრობამ იმსჯელა ამ წინადადებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.

„ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძე თავს იკავებს ტრანზიტის საფასურის დასახელებისგან და ამბობს, რომ ფინანსური თვალსაზრისით ქართული მხარე მიიღებს დაახლოებით იგივე შედეგს, რასაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში.

კითხვაზე, თუკი შარშანდელი მოლაპარაკებების დროს ქართული მხარის გამარჯვებად ჩაითვალა ტრანზიტის საფასურის ნედლეულით ანაზღაურების პრაქტიკის შენარჩუნება, ახლა რატომ მოხდა პოზიციის დათმობა, კალაძემ არ გამორიცხა, რომ სხვა შემთხვევაში საქმე შესაძლოა სასამართლომდეც მისულიყო.

„ჩვენ დღეს ხელშეკრულება არა გვაქვს, 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. მათი მოთხოვნა იყო, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლებოდა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა მილში გატარებული ბუნებრივი აირი. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სასამართლოში წასვლა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ,,გაზპრომ-ექსპორტის’’ ხელმძღვანელობისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის სამუშაო შეხვედრა 10 დეკემბერს მინსკში გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი