უკან

რეგიონები

31 აგვისტო, 2017 16:20
font-size

ქუთაისში დევნილებმა ბინების გადანაწილების პრინციპი გააპროტესტეს

დღეს ქუთაისში დევნილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოსთან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აქცია გამართეს. დევნილებმა ბინების გადანაწილების პრინციპი გააპროტესტეს. მათი თქმით, მათ ბინის მისაღებად საკმარისი ქულები დააგროვეს, თუმცა საბოლოო ჯამში საცხოვრებელი სახლი არ ერგოთ. დევნილებმა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალმა ბენზინი გადაისხა, თუმცა მას ცეცხლის მოკიდების საშუალება არ მისცეს.

დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ბინის მიღების სურვილი 4000 დევნილმა გამოთქვა, მაგრამ ამ ეტაპზე უწყება მხოლოდ 429 ადამიანს დაუკმაყოფილებს მოთხოვნას.

გიორგაძემ აღნიშნა, რომ იმ დევნილებს, ვისაც პრეტენზია აქვს ბინების გადანაწილებაზე, კომისია სათითაოდ შეხვდება.

ანა მებურიშვილი

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

4 ნოემბერი, 2024 , 12:02

საქართველოში გამთენიისას ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები პირველად 04:08 საათზე თბილისიდან 51 კილომეტრში, ქალაქ დმანისთან

ფოთში უამინდობის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

21 ოქტომბერი, 2024 , 10:49

ფოთში უამინდობის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. ფოთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას. „აღნიშნულიდან გამომდინარ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14 ოქტომბერი, 2024 , 09:50

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთთან იყო. „დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან მოხდა 3,9 (ML) მაგნ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14 ოქტომბერი, 2024 , 09:50

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთთან იყო. „დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან მოხდა 3,9 (ML) მაგნ

ყაზბეგში ორი მთამსვლელი დაიღუპა

8 ოქტომბერი, 2024 , 13:06

ყაზბეგში ორი მთამსვლელი დაიღუპა, რომლებიც მყინვარწვერის გზაზე იმყოფებოდნენ. შემთხვევა შაბათს მოხდა. გარდაცვლილები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ცხედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის