უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2024 19:49
font-size

რას ვაკეთებთ ჩვენ? ან ვიბრძვით, ან ვბარდებით რუსეთს, არჩევანი ჩვენია - თინა ბოკუჩავა

„ქართულ ოცნებად“ წოდებულმა რუსულმა კოშმარმა იცოდა, რომ ევროპარლამენტის უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ, ჩამოვიდოდა ევროკავშირის მისია, რომელიც გამოავლენდა, რომ 26 ოქტომბერს მათ ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაასწრო „ქართულმა ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებას და თავად გაწყვიტა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი.

„ქართულ ოცნებად“ წოდებულმა რუსულმა კოშმარმა იცოდა, რომ ევროპარლამენტის უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ, ჩამოვიდოდა ევროკავშირის მისია, რომელიც გამოავლენდა, რომ 26 ოქტომბერს მათ ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ დაასწრეს ამ გადაწყვეტილებას და თავად გაწყვიტეს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი. რას ვაკეთებთ ჩვენ? ან ვიბრძვით, ან ვბარდებით რუსეთს – არჩევანი ჩვენია“, – დაწერა თინა ბოკუჩავამ.

უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა - გიორგი გახარია

28 ნოემბერი, 2024 , 19:43

გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის

გაოცებული ვარ იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება თავის პოზიციას იცავს - პუტინი

28 ნოემბერი, 2024 , 18:53

რუსეთის პრეზიდენტი გაოცებულია საქართველოს ხელისუფლების გამბედაობით, რომელიც მან ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით გამოიჩინა. როგორც პუტინმა თქვა, ის გაკვირვებულიც კი იყო იმ სიმამაცით, რომლი

საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე - ნიკა გვარამია

28 ნოემბერი, 2024 , 18:35

საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ განცხადებას

მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან - ირაკლი კობახიძე

28 ნოემბერი, 2024 , 18:17

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბ

საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად მიჰყავს ქვეყანა შიდა პოლიტიკური კრიზისისა და საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისგან საერთაშორისო იზოლაციის ზღვარზე - ევროპარლამენტი

28 ნოემბერი, 2024 , 17:00

ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და ერთი წლის განმავლობაში მათი ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის, - ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენ

ევროპარლამენტი სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა

28 ნოემბერი, 2024 , 15:37

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის, კახა კალაძის