უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 მარტი, 2017 18:05
font-size

რუსთავის „აზოტის“ ახალმა ხელმძღვანელობამ პროფკავშირებთან ურთიერთობა გაწყვიტა - თამაზ დოლაბერიძე

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, რუსთავის „აზოტის“ ახალმა მფლობელმა, კომპანია EU Investments-მა გაწყვიტა პროფკავშირთან მოლაპარაკებები.

ამის შესახებ დოლაბერიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.

დოლაბერიძის თქმით, ეს ცალმხრივად მოხდა, რაც ეწინააღმდეგება კომპანიასა და პროფკავშირებს შორის 2013 წელს გაფორმებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას.

„ეს არის კომპანიის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ საქართელოს ბანკი და ეფრემ ურუმაშვილის კომპანია EU Investments-ი, საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო კონვენციებს და ეროვნულ კანონმდებლობას არ ცნობს და სახელმწიფოს საკუთარ სამართლებრივ წესრიგს უწესებს. კომპანიამ ცალმხრივად, კანონსაწინააღმდეგოდ გაწყვიტა კომპანიასა და პროფკავშირს შორის 2013 წელს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულება და პროფკავშირის წევრთა სურვილის საწინააღმდეგოდ შეწყვიტა პროფკავშირის საწევროს დაკავება და პროფკავშირის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა“, - დაწერა დოლაბერიძემ.

დოლაბერიძის განცხადებით, კომპანიის ქმედება მიმართული იმისკენ, რომ ხელი შეუშალოს პროფკავშირის მუშაობას.

„კომპანია ამით ცდილობს თავიდან მოიცილოს დასაქმებულთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია, რომელმაც მწვავე ფორმებით გააპროტესტა კომპანიის მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები და 350 ადამიანის სამუშაოდან უკანონოდ განთავისუფლება.კომპანიის მიერ განხორციელებული იმგვარი ქმედება, რომელიც პროფესიული კავშირის მუშაობის პარალიზებას გამოიწვევს, არის კანონდარღვევა. ამას კრძალავს ეროვნული კანონმდებლობაც და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიც. ეს არის ასოციაციის თავისუფლების უფლების შეზღუდვა, რომელსაც შსო-ს 87-ე კონვენცია აწესებს და საქართველოს პარლამენტის მიერ არის რატიფიცირებული“,- დაწერა დოლაბერიძემ.

პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც. განიხილება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში სარჩელის შეტანის ვარიანტიც.

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია და პროფესიული კავშირი ელოდება მის რეაგირებას. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ ისევ ვერ შეძლო კანონიერების უზრუნველყოფა, ამას მოყვება პროფკავშირის სარჩელი სასამართლოში, საჩივარი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში და განახლდება ყველა ანგარიში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის მიმართ, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოსთვის GSP+ (აშშ-სთან და ევროკავშირთან შეღავათიანი ვაჭრობა) პროგრამის შეჩერების საფრთხე“, - წერია პოსტში.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს სს „რუსთავის აზოტმა“ 350 ადამიანი გაათავისუფლა, რასაც დაახლოებით ერთთვიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ანა მებურიშვილი

ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს - მიხეილ ბატიაშვილი

18 თებერვალი, 2019 , 17:50

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებს რეფ

პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო

18 თებერვალი, 2019 , 16:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო, რომელიც მ

“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

18 თებერვალი, 2019 , 16:30

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, ისინი წლებია, გაუსაძლის პირობებში ცხო

ხვალ ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება

18 თებერვალი, 2019 , 15:05

19 თებერვალს, 18 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში, გაიმართება ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია, რომელიც გაიხსნება 2019 წლის სექტემბერში საგურამოში და იქნება ფინური სტანდარტების შესაბამისი პირვე

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი

18 თებერვალი, 2019 , 13:25

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ურთიერთობის პროგრამა PLUS-მა უნიკალური პროექტი -  PLUS გამოცდილება დაიწყო. საქართველოს ბანკის ლოიალურ მომხმარებელს  უკვე აქვს შესაძლებლობა, გახდეს PLUS გამოცდილების

„TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

18 თებერვალი, 2019 , 13:05

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და ბა