უკან

კონფლიქტის ზონა

12 აგვისტო, 2017 15:20
font-size

რუსული მედია: აფხაზები რუს ტურისტებს იტაცებენ და უთოთი აწამებენ, კრემლი კი მათ 6 მილიარდ რუბლს პირდება

რუსული გამოცემა ოკუპირებულ აფხაზეთში გაუარესებულ კრიმინოგენურ ვითარებას გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა რუსი ტურისტების მკვლელობას, მძევლად აყვანასა და მათი დაყაჩაღების ფაქტებზე.

„ივლისის დასაწყისში რუსულ ოჯახს თავს აფხაზური დაჯგუფება დაესხა. გაზაფხულზე ანატოლი და ვალენტინა ბოიკოვცევებმა სანქტ-პეტერბურგიდან აფხაზეთში საცხოვრებლად გადავიდნენ.

ადგილობრივებმა ეს ფაქტი შენიშნეს, ასევე შენიშნეს, რომ ახლად გადმოსული ოჯახი სახლში რემონტს აკეთებდა. აფხაზებმა იფიქრეს, რომ თუკი რემონტს აკეთებენ, ესეიგი ფული აქვთო. ბოიკოვცევების ოჯახში იმ დროს ვალენტინას ძმაც იმყოფებოდა. აფხაზები ცივი იარაღითა და პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებული. ქალბატონს სახე უთოთი დაუწვეს, ანატოლის კი, იგივე უთო თავში ურტყეს. ამის შემდეგ, ვალნეტინას ძმამ აფხაზებს უთხრა, რომ ფული სახლთან მდგომ ავტომობილშია. სწორედ ამ ავტომობილით მიიმალნენ მოგვიანებით ბოროტმოქმედებმა. აფხაზური პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან, დაზარალებული ოჯახი კი, საავადმყოფოშია მოთავსებული“,-წერს სტატიის ავტორი, Sputnikipogrom.com გვერდზე.

ამის შემდეგ, ვკითულობთ სტატიის გაგრძელებაში, მოხდა ის, რომ რამდენიმე დღის წინ აფხაზებმა მძევლად ორი ტურისტი აიყვანეს: 48 წლის მამაკაცი და მისი 16 წლის ვაჟი.

„7 აგვისტოს მამა-შვილი გაგრასთან ავარიაში მოყვა. აფხაზეთის საგზაო პოლიციამ მათ 1000 რუბლი გამოართვა- „ავარიის სქემის შედგენის მიზნით“, თუმცა სქემის შედგენა გადაიფიქრა. ამის შემდეგ, მეორე ავტომობილის აფხაზმა მძღოლმა რუსები დამნაშავედ გამოაცხადა და მათგან კომპენსაციის სახით 200 ათასი რუბლი მოითხოვა. იმისათვის, რომ მამა-შვილს სტუმართმოყვარული აფხაზეთის დატოვების სურვილი არ გასჩენოდათ, ისინი მძევლად აიყვანეს ვიდრე თანხა არ იქნებოდა გადახდილი. ამასთან, ყოველი გადაცილებული დღისთვის მამა-შვილს ჯარიმის სახით 3 ათასი რუბლის გადახდა დააკისრეს“,-ყვება სტატიის ავტორი.

გამოცემა აღნიშნავს,რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს რუსი ტურისტის მკვლელობის შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყებამ შეშფოთება გამოთქვა.

„ამჯერად კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს არ გამოხატავს. ვლადიმირ პუტინი კი, 8 აგვისტოს ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის პრეზიდენტს შეხვდა და 6 მილიარდი რუბლის გამოყოფას დაპირდა. ესეიგი, პუტინმა 6 მილიარდი რუბლი დაპირდა იმ ხალხს, რომლებიც საშუალოდ კვირაში ერთ რუს აწამებს?!“,-წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი განმარტავს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური სირცხვილი ასე გამოიყურება: „ თქვენ ფული მოგვეცით, ჩვენ კი ზოგჯერ ტურისტებს გამოსასყიდისთვის მოვიტაცებთ, რადგან ფული ისედაც ცოტაა“.

„თუ არ მისცემენ ფულს - ჩვენს აფხაზ ძმებს უთო ხელთ ყოველთვის აქვთ“,-დასძენს სტატიის ავტორი.


საკვანძო სიტყვები:

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება

18 იანვარი, 2019 , 16:02

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განა

გაგრაში რუსი ბიზნესმენი ააფეთქეს

16 იანვარი, 2019 , 16:43

ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქების შედგეგად რუსი ბიზნესმენი დაშავდა. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ე.წ. სამინისტრო იტყობინება.   ინციდენტი 15 იანვარს გაგრაში, ლძაას დასახლებაში მოხდა. ბიზნეს

H1N1-ის საფრთხის გამო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ზღუდავს

11 იანვარი, 2019 , 11:20

H1N1 გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას შეზღუდავს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და

სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს - საქართველოს საგარეო უწყება

10 იანვარი, 2019 , 17:25

ქართული მხარე არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „2019 წლის 10 იანვარს ვენესუელაში დაგეგმილ &bdq

რატომ არაა გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა ამ მკვლელ-ნაძირლებზე? - შალვა ნათელაშვილი

10 იანვარი, 2019 , 15:20

ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტების ვენესუელაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება: „რატომ არაა გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა ამ მკვლ

როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა

7 იანვარი, 2019 , 14:07

ჩრდილოეთ ოსეთში ჩამოწოლილი ზვავის გამო, 12 ადამიანი ბლოკირებული აღმოჩნდა. როგორც ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, დილის 06:00 საათიდან ტრანსკავკასიური მაგისტრალი დახურულია.-ამის შე