უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მარტი, 2017 14:40
font-size

საარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი შემოსავალი „ქართულმა ოცნებამ “ მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ანგარიში წარადგინა. მონაცემები ეხება დაფინასების წყაროებს, პარტიების შემოსავალსა და დანახარჯებს, დეკლარაციების შევსებისას დაშვებულ დარღვევებსა და სხვა მიგნებებს.

ანგარიში მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე პერიოდს.

მიღებული მონაცემების თანახმად, საარჩევნო პერიოდში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „ქართულმა ოცნებამ “ მიიღო, რაც 21 310 211 ლარს შეადგენს. ეს თანხა შვიდჯერ აღემატება საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალს (2 811 045 ლარს).

ჯამში კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა სულ 32 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს, აქედან „ქართული ოცნების“ წილი 66 %-ს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, პარტიების შემოსავლებს შორის ამხელა სხვაობა 2010 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

შემოწირულობების მხრივაც „ქართული ოცნება“ ლიდერობს. კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე გაღებული 21 726 165 ლარის შემოწირულობებიდან 19 183 489 ლარი (86%) საპარლამენტო უმრავლესობაზე მოდის, რაც 19-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მიღებულ შემოწირულობებს ( 998 001 ლარი) და 6-ჯერ მეტია ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულებებზე. ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტიისა და დანარჩენების შემოწირულებებს შორის ამხელა სხვაობა საქართველოს საარჩევნო ისტორიისთვის უპრეცენდენტო.

მონაცემების მიხედვით, მთლიანი შემოწირულებების 85% 1 233-მა ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო დანარჩენი 15% - 65-მა იურიდიულმა პირმა. ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ 8 თანამდებობის პირის შემოწირულობაზე. ანგარიშის ავტორების თქმით, ზოგიერთი ყოფილი თუ ამჟამინდელი პარლამენტარის მიერ გაღებული თანხა აღემატება მათ წლიურ შემოსავალს ან მის დიდ ნაწილს შეადგენს.

ანგარიშში მოყვანილია ზვიად კვაჭანტირაძის, ზაზა პაპუაშვილის, ფატი ხალვაშისა და ზურაბ აბაშიძის მაგალითები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ შეფასებით, შემოსავლების მსგავსად დისპროპორციაა ხარჯებშიც. საარჩევნო პერიოდში 9 კვალიფიციური სუბიექტის მიერ გაწეული 31 618 225 ლარიდან 22 291 484 ლარი (70%) „ქართულ ოცნებაზე“ მოდის, რვა-ნახევარჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯებს (2 613 102 ლარი) და თითქმის ორ-ნახევარჯერ აღემატება სხვა კვალიფიციური პარტიების ერთად აღებულ ხარჯებს.

ანგარიშში ყურადღებას ამახვილებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამჭვირვალე მუშაობაზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ დეკლარაციების უმრავლესობა არასრულად და არაერთგვაროვნად არის შევსებული, ხოლო ანგარიშგებების ბევრ ველში სავალდებულო ინფორმაცია საერთოდ არ არის მითითებული.

რეკომენდაციების მიხედვით, უნდა შეიცვალოს უფასო სარეკლამო დროის პოლიტიკურ პარტიებზე გადანაწილების წესი, დასახვეწია პარტიების სახელმწიფო დაფინანსების წესი, ასევე ფინასური ანგარიშგების სრულ შევსებაზე მუშაობა, რაც მოიცავს დეკლარაციების შინაარსის ჩაღრმავებას. რეკომენდაციებში შედის შემოწირულობების იდენტიფიცირების წესისა და სასამართლოს მიდგომის გამკაცრება უკანონო შემოწირულობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს.

ანა მებურიშვილი

2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემს მიერ - ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი, 2019 , 15:24

2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და დიდი ალბათობით, მერეც მექნება, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქ

სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი

22 ივლისი, 2019 , 14:55

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ. „2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუ

„გრინვეიმ“ თბილისში, ტექნიკური ინსპექტირების 5 ცენტრში უფასო ელექტრომობილების დამტენები განათავსა

22 ივლისი, 2019 , 14:33

კომპანია „გრინვეიმ“ საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თბილისში მდებარე ხუთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ადგილი გამოყო და სრულიად უსასყიდლოდ განათავსა ელექტრომობილების დამტენები. პ

რელიგიური უმცირესობის სასულიერო პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ამოქმედდა

22 ივლისი, 2019 , 14:03

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყო. სამთვი

მრავალეროვნული სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

22 ივლისი, 2019 , 12:44

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღ

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას- ქიბარ ხალვაში

22 ივლისი, 2019 , 12:26

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს