უკან

საზოგადოება

31 მაისი, 2017 12:50
font-size

სახელმწიფოს არასაკმარისი დაფინანსება პირდაპირ გავლენას ახდენს შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის“ ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე - სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში მდებარე შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ჩატარებული ვიზიტი შეაჯამა.

აპარატის განცხადებით, დადებითად შეფასდა, რომ დაწესებულების პერსონალმა დაიწყო სპეციალურ ჟურნალში პაციენტების ქიმიური შეზღუდვების შემთხვევების დოკუმენტურად დაფიქსირება, ასევე ამა წლის მაისიდან დაწყებული პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს პაციენტების კონკრეტული შემთხვევების განხილვას.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დაფინანსების სიმწირის გამო პაციენტები ვერ იღებენ სათანადო ხარისხის ფსიქიატრიულ მომსახურებას, ასევე არაა დამაკმაყოფილებელი მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის დონე.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის აპარატიოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 22-25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომელმა მონიტორინგი განახორციელეს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქუტირში მდებარე შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“.

შემოწმების შედეგად სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დადებითად შეაფასა დაწესებულებაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც სრულად შეიცვალა 7 ათასი მ2 შენობა-ნაგებობების სახურავი, მოეწყო საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური მაგისტრალი, დამონტაჟდა ბიო-საკანალიზაციო სისტემა, ხოლო 4 განყოფილების პალატები ცენტრალური გათბობით და ცხელი წყლით არის უზრუნველყოფილი. ასევე, დაწყებულია ახალი შენობის მშენებლობა, სადაც ადმინისტრაციის განმარტებით, უნდა მოეწყოს პალატები.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დაწესებულებამ დაამტკიცა ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მარეგულირებელი დოკუმენტი და პერსონალმა სპეციალურ ჟურნალში პაციენტების ქიმიური შეზღუდვების შემთხვევების დოკუმენტურად დაფიქსირება დაიწყო. დაწესებულებაში მოქმედი მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც 2014 წლიდან ფორმალურად არსებობდა, 2017 წლის მაისიდან შეხვედრებს ატარებს და პაციენტების კონკრეტული შემთხვევებს განიხილავს.

მიუხედავად ცვლილებებისა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებების დაცვის საკითხი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება არასაკმარისია, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე. პრობლემად რჩება პერსონალის სიმცირე, მათი კვალიფიკაცია და სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა. ინფრასტრუქტურა მოძველებულია და სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით პაციენტების ყოფა შეიძლება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გაუტოლდეს. დაწესებულება გადატვირთულია, რის გამოც ზოგ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტები დერეფანში დადგმულ საწოლებზე წვანან.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაწესებულებას არ გააჩნია ფინანსური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები სომატური დაავადებების გამოკვლევისა და მკურნალობისათვის. ისევ პრობლემურია ექიმისა და პაციენტების ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის, პაციენტების ინფორმირებულობისა და მკურნალობის პროცესში ჩართულობის საკითხები; ვერ ხერხდება პაციენტების ოჯახის წევრებთან ურთიერთობის სათანადოდ უზრუნველყოფა და შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

ვიზიტის შედეგების შესახებ სპეციალური პრევენციული ჯგუფი ამზადებს ანგარიშს, რომლის გამოქვეყნების შემდეგ, ის ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის“, - ნატქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

15 დეკემბერი, 2019 , 09:00

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია

14 დეკემბერი, 2019 , 17:55

აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში

14 დეკემბერი, 2019 , 17:45

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში, - ამის შესახებ ნათქვამია განათლ

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?

14 დეკემბერი, 2019 , 17:17

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ორგანიზებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: “ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში”   დეპუტატ

თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

14 დეკემბერი, 2019 , 16:40

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`