უკან
საზოგადოება
3 დეკემბერი, 2024 13:02
სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული
სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული
სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
ინფორმაციას ხარხელის ქმარი, ლევან წიკლაური ავრცელებს.
მისივე ცნობით, შსს ეუბნება, რომ სახლში იძულების წესით შევა.
“დოდის იჭერენ. სახლთან შსს-ა მოსული. სიმონ ჩიქოვანის 20, პირველი სადარბაზო. შსს მეუბნება, რომ იძულების წესით შემოვა" - წერს წიკლაური.
დოდი ხარხელის სახლში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. სახლში მიიყვანეს თავად დოდი ხარხელიც.
დოდი ხარხელი შვილის საბავშვო ბაღთან დააკავეს. მისი დაკავების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.