უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

25 ივლისი, 2017 17:35
font-size

საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები ქართველი ხალხის სიმტკიცესა და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა აქტივისტთა ჯგუფის მიერ საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირების დაწყებას.

პრეზიდენტის აზრით, ეს მოქალაქეები ქართველი ხალხის სიმტკიცეს გამოხატავენ და მათ სიფრთხილისაკენ მოუწოდა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პრეზიდენტის აზრით, დღეს საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცესა და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ. ეს სულისკვეთება საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე. ამასთანავე, პრეზიდენტი სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მავთულხლართების მეორე მხარეს დგას ის ძალა, რომელიც მუდმივად ეძებს და აწყობს პროვოკაციებს“, - განაცხადა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, დღეიდან აქტივისტთა ჯგუფი „ძალა ერთობაში“ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სამოქალაქო პატრულირებას განახორციელებს.

ანა მებურიშვილი

ხვალ ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება

20 ნოემბერი, 2018 , 17:20

ხვალ რუსეთის ქალაქ სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მმართველ რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება. „21 ნოემბერს სოჭში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენ

ფინეთი გმობს სოფელ ატოცში ხელოვნური ბარიერების აღმართვას

12 ნოემბერი, 2018 , 17:45

„წელს აღინიშნება რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ფინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოვხატო ფინეთის სოლიდარობა საქართველოს

აშშ გმობს სოფელს ატოცში რუსეთის მიერ წარმოებულ “ბორდერიზაციას” - საქართველოში აშშ-ს საელჩო

9 ნოემბერი, 2018 , 11:25

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს სოფელს ატოცში რუსეთის მიერ წარმოებულ “ბორდერიზაციას”- ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს twitter -ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ღ

არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს -ირლანდიელი სენატორი

9 ნოემბერი, 2018 , 10:40

ირლანდიელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლებით და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ. ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, საქართველოს ტერ

12 ნოემბერს სერგეი ლავროვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

8 ნოემბერი, 2018 , 13:15

12 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელ  დიმიტრი მედოევს შეხვდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცია

ფაქტობრივად დაცლილი ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ - ქეთევან ციხელაშვილი

7 ნოემბერი, 2018 , 14:00

საოკუპაციო ზოლზე, სოფელ ატოცში, სადაც რუსი ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას ეწევიან, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა. ციხელაშვილი პირადად გაეცნო სოფელში მი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`