უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 დეკემბერი, 2016 13:25
font-size

საპატრიაქროში ე.წ ჩრდილოვანი მმართველობა უნდა დასრულდეს, უნდა აღსდგეს საეკლესიო სასამართლო- მიტროპოლიტი პეტრე ჭყონდიდელი

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად მღვდელმთავრები, სავარაუდოდ, უწმიდესის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო დღეების აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების საკითხს განიხილავენ.

თუმცა, საპატრიარქოში მისულმა მიტროპოლიტმა პეტრე ჭყონდიდელმა განაცხადა, რომ სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხს გამოიტანს, რომელიც საპატრიარქოში ე.წ ჩრდილოვან მმართველობას უკავშირდება.

როგორც მიტროპოლიტმა მედიას განუცხადა, ამ ე.წ ჩრდილოვან მმართველობის სათავეში, პატრიარქის მდივან-რეფერნტი, შორენა თეთრუაშვილი დგას.

მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, საეკლესიო სასამართლოს აღდგენაშია.

„მთავარი პრობლემა არსებული საქართველოს საპატრიარქოში არის განუსაზღვრელი ძალაუფლება პატრიაქრის მდივან-რეფერნტის, ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება არსებული პრობლემების შექმნა: უწესრიგო მდგომარეობა და მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ. დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, მას შემდეგ რაც აღსდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის უფლებამოვალეობებს შეასრულებს. აუცილებლად უნდა აღსდგეს საეკლესიო სასამართლო და არსებული პრობლემები, წვრილმანი, ასე ვთქვათ, ადვილად მოგვარდება, ღვთის წყალობით. მის ხელშია არსებული ძალაუფლება, განუსაზღვრელი. ის არის თავი ყველა ამ პრობლემებისა, ე.წ რუხი კარდინალია. სამწუხაროდ ე.წ ჩრდილოვანი მმართველობაა ეკლესიაში“,-აღნიშნა

წმინდა სინოდი გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში.

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 39 წელი სრულდება, 4 იანვარს კი, უწმინდესი 84 წლის გახდება.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

17 იანვარი, 2020 , 17:15

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას. ის ამ თანამდებობაზე პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც სტუ-ის ადმინისტ

რატომ უნდა თქვას საპროკურორო საბჭომ უარი გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე

17 იანვარი, 2020 , 15:38

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება და მიაჩნია, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევა იქნ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

17 იანვარი, 2020 , 14:33

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. პ

`MATKA 2020`-ზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

17 იანვარი, 2020 , 14:29

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. ამის შესახე

მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო ხელბურთელი დააჯილდოვა

17 იანვარი, 2020 , 14:18

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა, - შეხვედრა 24:24 დასრულდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს

დავით სერგეენკო: ცე ჰეპატიტის პროგრამა ზეპარტიულია

16 იანვარი, 2020 , 15:42

"ცე ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`