უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მაისი, 2017 18:20
font-size

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია ოჯახთან და თბილისის მთავრობის წევრებთან ერთად თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ, ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე სხვადასხვა ინსტალაციით წარმოდგენილ სივრცეს ესტუმრა, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა.

„განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. ამაღლებულ განწყობაზე ვართ, რადგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ძალიან ბევრ ადამიანს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში ექნება. საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საკმაოდ დატვირთულია, განსაკუთრებით აღსანიშნავია ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული უნიკალური სტენდები. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს კარგად დაამახსოვრდება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, გაიმართა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია, რომელსაც თბილისის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

18 იანვარი, 2020 , 17:30

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუა

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა

18 იანვარი, 2020 , 17:30

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 140 გამოსაცდელიდან გამოცდა 20-მა მონაწილ

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

18 იანვარი, 2020 , 16:05

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის&ldqu

საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა

18 იანვარი, 2020 , 11:25

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 05

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა

18 იანვარი, 2020 , 11:05

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის  17 დეკემბერს  გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტ

საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

18 იანვარი, 2020 , 10:55

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, საბურთალოს რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`