უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
რეგიონები
საქართველოს მოქალაქის დღევანდელი მდგომარეობა, ამის გამოხატვა შეიძლება სამი სიტყვით - გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის - "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები სამეგრელოს რეგიონში შეხვედრებს მართავენ.
დღეს ისინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძირითადი პრობლემა სოციალური საკითხები და ხელისუფლების მხრიდან სრული უყურადღებობაა.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გამარჯვებისთანავე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებას და ყველა რესურსს მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად.
„დეპუტატების 99% ყოველგვარი პოლიტიკური ლეგიტიმაცია და მორალური უფლება იყოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანში და მით უმეტეს იყოს დაკავებული მთავრობის შედგენა-დამტკიცებით, დაკარგული აქვს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ქართველი ადამიანის, საქართველოს მოქალაქის დღევანდელი მდგომარეობა, ამის გამოხატვა შეიძლება სამი სიტყვით: საქართველოს მოქალაქეს შია, საქართველოს მოქალაქე განწყობილია პროტესტის გრძნობით და საქართველოს მოქალაქეს ყელში ამოუვიდა დღევანდელი ხელისუფლება“ -აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ნინო ექვთიმიშვილი