უკან

ეკონომიკა

28 მარტი, 2017 18:05
font-size

საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი ამოქმედდება

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით, „ისრაელის სახლი“ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს უხელმძღვანელებს. „ისრაელის სახლმა“ შესაბამისი მანდატი ამ დღეებში ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ ფორუმზე მიიღო.

ფორუმზე „ისრაელის სახლს“ მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე წარმოადგენდა, რომელმაც ღონისძიებაზე გამგზავრებამდე კონსულტაციები კულტურის მინისტრის მოადგილესთან, ლევან ხარატიშვილთან გამართა.

ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს მართავს ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაცია (AEPJ), რომელსაც იციკ მოშემ „ისრაელის სახლის“ მიერ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის შესახებ მომზადებული ბუკლეტი და დოკუმენტური ფილმი წარუდგინა. მათში მოთხრობილია ყველა იმ ადგილის, ღირსშესანიშნაობისა და მოვლენის შესახებ, რომელიც საქართველოში (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) ებრაელთა ყოფნასა თუ ებრაული კულტურის გავლენას უკავშირდება.

ლუქსემბურგის ფორუმმა მოიწონა ისრაელის სახლის მიერ წარდგენილი მარშრუტის პროექტი. მისი მონაწილეებისთვის კი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ინფორმაცია ლაილაშის ბიბლიის, არმაზის ბილინგვასა და საქართველოში ებრაელობისადმი დამოკიდებულებაზე.

ევროსაბჭოს პროგრამისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე ფორუმის მიმდინარეობისას იციკ მოშე ესაუბრა ლუქსემბურგის მთავრობის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლონეთის ელჩს, ბრიტანეთის დელეგაციას და მათ საქართველოს მარშრუტის მხარდაჭერა სთხოვა. თავის მხრივ, იციკ მოშეს თქმით, „ისრაელის სახლი“ მზადაა მსოფლიოში ლობირება გაუწიოს საქართველოს მარშრუტს და არ დაიშუროს ენერგია მისი წარმატებით ამოქმედებისთვის. ამ საქმეში „ისრაელის სახლს“ აქვს საქართველოს კულტურის სამინისტროს, კერძოდ კი მინისტრის მოადგილის, ლევან ხარატიშვილის განსაკუთრებული მხარდაჭერა.

ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ახალი მარშრუტის პრეზენტაცია წელს, ზაფხულში იერუსალიმში გაიმართება. ეს იქნება ახალი კულტურული მარშრუტი ისრაელელებისა და მსოფლიო ებრაელობისთვის, რომელიც დაიწყება იერუსალიმიდან და დასრულდება საქართველოში. მარშრუტში ჩაერთვება ქართველი შინდლერების პარკიც, რომლის გაშენებაც, „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, თბილისში იგეგმება.

მომავალ ფორუმზე, 2018 წელს თბილისი, ხუთ ქალაქთან ერთად, ევროპაში წარმოდგენილი იქნება, როგორც მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი, ხოლო საქართველო გახდება ფორუმის ბორდის წევრი. ლუქსემბურგის ფორუმზე მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ისრაელის სახლის ხელმძღვანელმა ევროსაბჭოს ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციასთან შეათანხმა, თბილისში, პრაღისა და ამსტერდამის პარალელურად, გაიმართოს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი გამოფენა. ამ საკითხთან დაკავშირებით იციკ მოშე აპირებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელძღვანელობასთან, დედაქალაქის მერთან და ტურიზმის ადმინისტრაციის მეთაურთან შეხვედრას.

იციკ მოშეს განცხადებით, აღნიშნული სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველო პოპულარიზაციას, კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებასა და პოტენციალის წარმოჩენას.

ცნობისთვის: საქართველო კულტურული მარშრუტების შესახებ ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების 27-ე წევრი სახელმწიფო ცოტა ხნის წინათ გახდა. კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმება (Enlarged Partial Agreement EPA) 2010 წელს ამოქმედდა და მოიცავს ევროპის საბჭოს 32 სერტიფიცირებულ კულტურულ მარშრუტს.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი