უკან

კონფლიქტის ზონა

19 აპრილი, 2017 14:40
font-size

სერგეი ლავროვმა ოდკბ-ში შემავალ სახელმწიფოებს აფხაზეთთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება თუ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებაში შემავალი ქვეყნები, აფხაზეთთან ითანამშრომლებენ.

ამის შესახებ РИА Новости წერს.

„თუ ვისაუბრებთ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაზე, რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით ამ სტრუქტურის თანამშრომლობას აფხაზეთის რესპუბლიკასთან“,-განაცხადა ლავროვმა სოხუმში, რაულ ხაჯიმბასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, „ოდკბ“ არის ორგანიზაცია, რომელიც „ვალდებულია შემავალი ქვეყნების უსაფრთხოება უზრუნველყოს“.

„აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და გარანტირებულია იმ ურთიერთობებით, რომელიც რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით არის უზრუნველყოფილი“,-აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისთვის, ოდკბ- რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია „მშვიდობის განმტკიცება, საერათაშორისო და რეგიონალური უსაფრხთოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, კოლექტიურ საფუძველზე წევრი -ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვა“.

ორგანიზაციის მუშაობას საფუძველი 1992 წლის 15 მაისს ჩაეყარა.

კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს.

1993 წელს ოდკბ-ს აზერბიჯანი, საქართველო და ბელარუსი შეუერთდნენ, თუმცა მოგვიანებით, აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა ორგანიზაციის რიგები დატოვეს.

ამჟამად, ორგანიზაციაში 6 წევრი შედის.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა