უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

14 სექტემბერი, 2017 13:15
font-size

შეხვედრა გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების მოსახლეობასთან

13 სექტემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შიდა ქართლსა და იმერეთში გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

სოფელ ჯარიაშენის, გუგუტიანთკარისა და პერევის მაცხოვრებლები ოკუპაციის შედეგად გამოწვეულ სოციალური გაჭირვებას უჩივიან. მძიმე ტვირთად აწევთ გამყოფი ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში დაკავებები.

მიწებისა და საძოვრების დიდი ნაწილი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ხოლო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მიწის რეგისტრაცია ჭიანურდება. არ არის დაცული მათი უსაფრთხოება, კვლავ შეჩერებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენის და კომპენსაციის, ასევე მიწისძვრის შედეგად დაზარალებული პერევის მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხები. სოფლებში მოუწესრიგებელია სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, რეაბილიტაციას საჭიროებს საგზაო ინფრასტრუქტურა. გუგუტიანთკარის მოსახლეობა სკოლის და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს.

მიმდინარე წელს სოფლების მაცხოვრებელთა უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუწყდა. გუგუტიანთკარელების ცნობით, 2017 წლის ზამთარში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებისას, დახმარების გარეშე ერთდროულად 108 ოჯახი დარჩა.

სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა გამყოფ ხაზთან ქართული საგუშაგოს ამოქმედებას ითხოვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნითა და უკანონო დაკავებების თავიდან ასაცილებლად.

ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას - ქეთევან ციხელაშვილი

21 ნოემბერი, 2017 , 12:50

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დანარჩენ საქართველოსთან არსებული ერთადერთი გადასასვლელი პუნქტ

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება 22-დან 24 ნოემბრამდე საზღვარს დაკეტავს

20 ნოემბერი, 2017 , 17:20

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოს დანარჩენ ნაწილთან არსებული საზღვარი 22 ნოემბრის დილის 6 საათიდან 24 ნოემბრის საღამოს 9 საათამდე დაიკეტება. ამის მიზეზად სიმამაც

არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რომლებზეც საუბრობდა ანატოლი ბიბილოვი - იან კელი

17 ნოემბერი, 2017 , 16:55

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი გამოეხმაურა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, დანარჩენ საქართველოსთან საზღვრის განმტკიცების შესახებ. ელჩის თქმით, ის ოკუპანტების მიერ შექმნილ საზღვრებს არ ცნ

რუსეთი რჩება ისეთივე დესტრუქციულ ქვეყნად, როგორიც აქამდე იყო - თამარ ჩუგოშვილი

17 ნოემბერი, 2017 , 16:45

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე უკანონო ბარიერების აღმართვის ფაქტს გამოეხმაურა. ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა რუსეთია, რომელიც დესტრუქციულ ქმედებებს არ წყვეტს.&

ოკუპანტები ე.წ საზღვარს ჭვრინისი-კოდის სეგმენტზე ავლებენ

17 ნოემბერი, 2017 , 14:00

ოკუპანტები ე.წ საზღვარს ჭვრინისი-კოდის მონაკვეთზე ავლებენ. როგორც „მედიანიუსს“ სახელმწიფო უსართხოების სამსახურში განუცხადეს, უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტი ოქტომბერში დაფიქსირდა. „გასულ თვ

ე.წ სამხრეთ ოსეთი ქართულ მხარეს ე.წ. საზღვარზე სროლაში ადანაშაულებს

17 ნოემბერი, 2017 , 11:20

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურათ ჯიოევის თქმით, ქართულმა მხარემ ე.წ რესპუბლიკის სასაზღვრო ნიშნების მისამართით სროლა გამართა. ჯიოევის თქმით, ოქტომბე