უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2017 17:00
font-size

შრომითი მიგრაციის მონიტორინგის მიზნით საჯარო რეესტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული მონიტორინგის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ხელი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ მოაწერეს.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, საზღვარგარეთ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული ბიზნესსუბიექტების მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზაზე ელექტრონული წვდომისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ენიჭება. თავის მხრივ, სამინისტრო, მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ის იურიდიული პირ(ებ)ი, ინდივიდუალური მეწარმე(ებ)ი ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის ფილიალ(ებ)ი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელთა საქმიანობაც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთანაა დაკავშირებული, ვალდებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია განახორციელონ.

„საზღვარგარეთ მომუშავე საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. შრომითი მიგრაციის სფეროს განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და უსაფრთხო მიგრაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მემორანდუმის გაფორმება სწორედ შრომითი მიგრაციის ეფექტიანად რეგულირებას, ორ უწყებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ