უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 დეკემბერი, 2016 12:40
font-size

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის და მირიან წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები.

კანონპრპექტის ერთ-ერთი ავტორის, მირიან წიკლაურის განმარტებით, ნორმატიული აქტის მიღების შემთხვევაში, ის იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონი ბავშვზე ზრუნვის საქმეში.

,,ბავშვი უნდა იზრდებოდეს ბიულოგიურ ოჯახში, თუ ეს შესაძლებელია და თუ ეს შესაძლებელი არ არის, შემოდის მზრუნველობა მეურვეობა, მინდობით აღზრდა და შემდეგ გაშვილება.

ვფიქრობ, რომ გარკვეული მუხლებით ნასამართლევ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვის აყვანის უფლება იმ შემთხევვაშიც კი, თუ ნასამართლეობა მოხსნილი აქვთ’’, - აღნიშნა კანონპროექტის თანამომხსენებელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში გათვალისწინებულია მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის:

პრინციპების დონეზე ხდება გასაშვილებელი და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვისთვის უპირატესი გარემოს განსაზღვრა და აღიარება, როგორიცაა: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა, მეურვეობა/მზრუნველობა, შვილად აყვანა, მინდობით აღზრდა.

კანონის მოქმედი რედაქცია ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. წარმოდგენილი პროექტით კი, კანონის სუბიექტთა წრე დაჯგუფებულია მუდმივად ცხოვრების ნიშნით.

ახალ კატეგორიად განისაზღვრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციფიური ზრუნვა და აღზრდა, რაც თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი წესით გადამზადებული მშვილებელი ან მინდობით აღმზრდელი ოჯახების შერჩევას.

სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის მსურველი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მშვილებელთა ან მინდობით აღმზრდელთა მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა - სერტიფიცირება, რაც წარმოადგენს შვილად აყვანის მსურველი პირების გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრში აღრიცხვის ერთ-ერთ საფუძველს.

მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა, რომელიც არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. კანონპროექტით მოხდა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც, კერძოდ, 10 წლამდე ბავშვის გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 45 წელზე მეტი. გამონაკლის შემთხვევებში, მაქსიმალური სხვაობა 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილების დროს, შესაძლებელია იყოს 45 წელზე მეტი, თუ ეს შესაბამება მის ინტერესებს.

სავალდებულო ხდება საქართველოში მუდმივად მცხოვრების მშვილებლების (მშვილებლის) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, რაც თავის მხრივ ასახავს ჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელს და ადასტურებს მითითებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა მკაცრდება ნასამართლობასთან დაკავშირებული პირობები.

კერძოდ, პირი ვერ იქნება მშვილებელი, თუ იგი ნასამართლევია კანონპროექტში გასაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით, მიუხედავად იმისა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. აღნიშნულ ცვლილებით წესდება ბავშვის უფლებების დაცვის, მისი ოჯახში სრულფასოვნად აღზრდის მაღალი სტანდარტი, რაც თავის მხრივ, ამცირებს ბავშვის არასათანადო პირობებში მოხვედრის რისკებს.

საერთაშორისო შვილად აყვანის პროცესის განხორციელებისას, საერთაშორისო შვილად აყვანის კომპეტენტურ ორგანოებს უწესდებათ ვალდებულება დააკმაყოფილონ რიგი მოთხოვნები (კრიტერიუმები);

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია ისეთი რეგულაციების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გასაშვილებელი ბავშვისთვის სტაბილურ ოჯახურ გარემოში განთავსებისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის შეთავაზების მიმართულებით სათანადოდ მომზადებულ და შერჩეულ მშვილებელ ოჯახში გადაყვანას.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტისა და მისი თანმდევი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ნინო ექვთიმიშვილი

მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

15 თებერვალი, 2019 , 17:00

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მ

SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა `ხავერდის მზე` გაიმართება

15 თებერვალი, 2019 , 17:00

ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენით «ხავერდის მზე», რომელიც დღეს გაიხსნება. გამოფენაზე, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება არტისტის მიერ

ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა

15 თებერვალი, 2019 , 16:40

ბახტრიონის ქუჩაზე, დიდი სიჩქარით მომავალი "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი ჯერ ადგილზე მყოფ რამდენიმე მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი, მაღაზია "ელეგანტში" შევარდა. დაზიანდა ტანსაცმლის მაღაზიის შიდა და გარე ფასადი. ინციდენტის შედ

მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა - დაშავებულია 5 ადამიანი

15 თებერვალი, 2019 , 16:40

მარნეულთან მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. „გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმარ

უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა - დავით ზალკალიანი

15 თებერვალი, 2019 , 10:37

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრ