უკან

კონფლიქტის ზონა

9 დეკემბერი, 2017 12:55
font-size

სოფელ კირბალიდან გატაცებული მამუკა სამხარაძის ოჯახს ჯარიმის გადახდა არ შეუძლია

სოფელ კირბალიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მამუკა სამხარაძის ოჯახი ჯარიმის სახით დაკისრებული 2000 რუსული რუბლის გადახდას ვერ ახერხებს.

როგორც პირველ არხს სამხარაძის მეუღლემ განუცხადა, მათი ინფორმაციით, ის ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ოჯახი სამართალდამცავების ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მამუკა სამხარაძეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავება.

უკანონოდ დაკავებული მამუკა სამხარაძის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები ოკუპირებულ ცხინვალთან ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.

რუსმა სამხედროებმა 39 წლის მამუკა სამხარაძე სოფელ კირბალთან ტყეში დააკავეს, სადაც ის ფიჩხის მოსატანად იყო წასული.

სოფელი კირბალი საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება და ტყეის დიდი ნაწილი, სადაც მოსახლეობა შეშის მოსატანად მიდის, ოკუპირებულია.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერბეთის პატრიარქს შეხვდა - ოსური მედია

13 იანვარი, 2018 , 14:25

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ირინეოს შეხვდა. ამის შესახებ გამოცემა „რესს“ ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ აცნობა.   შეხვ

მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივების გარეშე, კვირიკაშვილის დასწრება ჟენევის მოლაპრაკებებში უშედეგო იქნება - ვიაჩესლავ ჩირიკბა

4 იანვარი, 2018 , 16:40

აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ მან „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში თქვა. „ვფიქრობ, ჟენევის მოლაპ

რის საფუძველზე მოხდა ქართველი ტყვეების გადაცემა თბილისისთვის? - აფხაზური მხარის განმარტება

3 იანვარი, 2018 , 14:40

დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლება და თბილისისთვის გადაცემის ფაქტი  ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა. ამის გამო დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ჰაჯიმბას ადმინისტრაციამ მოსა

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ იონჩასთან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

30 დეკემბერი, 2017 , 13:10

ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მცხოვრები ზურაბ ჟღენტი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 64 წლის მამაკაცი

31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. საზღვარი დაიკეტება

30 დეკემბერი, 2017 , 11:24

31 დეკემბრიდან 2 იანვრის დილამდე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ,,საზღვარი“ დაიკეტება. შესაბამის ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. „ახალი წლის ღამეს, 31

ყველა შემთხვევაში სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა - ანატოლი ბიბილოვი

28 დეკემბერი, 2017 , 17:40

„ვფიქრობ, რომ სამხრეთ ოსეთის მომავალი ყველა შემთხვევაში იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“, - ამის შესახებ „ინტერფაქსს“ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გან

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე