სომხეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოვიკ აბრამიანი თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ აბრამიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, -წერს სომხური მედია.

“სომხური საზოგადოება პოლარიზებულია, რაც შიდა და საგარეო ამოცანებით არის განპირობებული. ამასთან, სახელმწიფო 25 -წლიან დამოუკიდებლობას ამაყად ინარჩუნებს. იგი საგარეო საფრთხეებს უმკლავდება და შიდა ამოცანების მოგვარებას ახერხებს. სახელმწიფოს გარდამავალი ეკონომიკის პრობლემები აქვს. და ამ პრობლემების მოგვარების საშუალება ახალ მთავრობას უნდა მიეცეს“,-აღნიშნა აბრამიანმა.

მედიის ინფორმაციით, აბრამიანის შემცვლელად ერევნის ყოფილი მერისა და «АрмРосгазпром»-ის ყოფილი ხელმძღვანელის კარენ კარაპეტიანის კანდიდატურა განიხილება. მოგვიანებით, კარაპეტიანი «Газпром межрегионгаз»-ის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობასასაც იკავებდა.
ცნობისთვის, ოვიკ აბრამიანი პრემიერის თანამდებობაზე 2014 წლის 13 აპრილს დაინიშნა.