უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 მარტი, 2017 16:35
font-size

თამარ ივერი - თელავივის შესახებ: პირველივე დღიდან ვიგრძენი ძალიან თბილი გარემო, თბილი ქალაქი ძალიან ღრმა წარსულით

თელავივის ოპერის თეატრის მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი წარდგა.

მან მთავარი როლი გოეთეს ნაწარმოების მიხედვით დადგმულ „ფაუსტში“ შეასრულა.

,,შევასრულე მარგარიტას მთავარი როლი შარლ გუნოს ოპერაში "ფაუსტი" გოეთეს ნაწარმოების მიხედვით. პირველივე დღიდანვე ვიგრძენი ძალიან თბილი გარემო. თბილი ქალაქი... ძალიან ღრმა წარსულით. ძალიან კეთილგანწყობილი თეატრის თანამშრომლობა, კოლეგები თუ დირექცია, მომღერლის მიღების სრული კომფორტი, აეროპორტში დახვედრა,VIP გასასვლელით გამოყვანა, შესანიშნავი აპარტამენტი, თვითმფრინავის თუ სპექტაკლის ბილეთები, ანუ ის ყოველივე, რაც მომღერალს თავს ვარსკვლავად აგრძნობინებს. ეს ყოველივე ძალიან დასაფასებელია და აღსანიშნავია. ასევე საოცრად თბილი პუბლიკა, აპლოდისმენტები...სპექტაკლის შემდგომ დახვედრები და ა.შ. ეს ყოველივე ემოციები ცხოვრების ბოლომდე გამყვება’’, - ამბობს თამარ ივერი.

მისი თქმით, სპეციალურად სპექტაკლისთვის თბილისიდან თელავივში ჩაფრინდა ,,ისრაელის სახლის" და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე.

თავად სოპრანო იციკ მოშეს ვიზიტს სიურპრიზს უწოდებს და მადლობას უხდის მას სპექტაკლის შემდგომი დასამახსოვრებელი დახვედრისა და დაუვიწყარი მასპინძლობისთვის.

მისი თქმით, სწორედ იციკ მოშესნაირი პიროვნებები აახლოებენ ორ ერს.

,,ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის ბატონი იციკ მოშეს ჩამოსვლა. ეს ადამიანი მის ჩამოსვლამდეც დამეხმარა მისი სარეკომენდაციო წერილით ჩემი მეუღლისთვის, აეროპორტისთვის. ის ჯენტლმენობა, რაც ბატონმა იციკმა გამოიჩინა, ულამაზესი თაიგული, შესანიშნავი, დასამახსოვრებელი ვახშამი, მისი აღფრთოვანება და მხარდაჭერა - ეს მხოლოდ ერთეულ ადამიანებს და მაღალინტელექტუალურ ხალხს შეუძლია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ამ ვიზიტისთვის. ასეთი პიროვნებები არიან სწორედ ის ხიდი, რაც ასე აახლოებს ამ ორ ერს. იმედი მაქვს, ეს მისი ბოლო დასწრება არ იქნება ჩემს გამოსვლაზე და მას ასევე თბილისშიც დავპატიჟებ ჩემს გამოსვლებზე. მისი ვიზიტი დიდი სულიერი და მორალური მხარდაჭერა იყო ჩემთვის’’, - ამბობს თამარ ივერი.

,,ისრაელის სახლის’’ ხელმძღვანელისა და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს თქმით, ისრაელის ელიტის 2000 წარმომადგენლის დასწრება საოპერო სპექტაკლზე ძალიან ბევრს ნიშნავს.

,,ეს საღამო არა მხოლოდ ქართველი დედოფლის, თამარ ივერის ზეიმი და აღიარება იყო, არამედ საქართველოს, ლამაზი და დიდებული წარმოდგენა ისრაელში, რაც ძალიან საჭიროა და მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნებისთვის’’, - ამბობს იციკ მოშე.

გოგონა იყო სულელურად მამაცი - მარი (ნანა) მახარაძე

12 ნოემბერი, 2018 , 19:17

იური მეჩითოვის სკანდალურ განცხადებას 9 აპრილთან დაკავშირებით, აპრილის მოვლენების დროს გადაღებული მისი ცნობილი ფოტოს გმირი, მარი (ნანა) მახარაძე ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვ

მაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ი აპირებს კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი - ელისო კილაძე

12 ნოემბერი, 2018 , 17:50

გაზეთ „ქრონიკა პლუსი“-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: „მაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ი აპირებს კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი. ამისთვის სპეციალურად შემო

ამერიკაში კი არა, ქვეყნის დასალიერშიც რომ ჩახვიდე, შენ ჩემი შვილის სული არ მოგასვენებს - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა სოსო გოგაშვილს

12 ნოემბერი, 2018 , 17:35

პანკისი ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ქვეყნიდან გაქცევას აპირებს. &b

ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსა

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნუ

‘‘სამართლიანი არჩევნები’’ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს

12 ნოემბერი, 2018 , 15:40

''სამართლიანი არჩევნები'' ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 9-10 და 11 ნოემბერს მას და და მის შვილებს, sms და ხმოვანი შეტყობინებებით, სიცოცხლის მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`