უახლესი ამბები
- 18.11.2024 15:29ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქალაქო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა
- 18.11.2024 13:05თბილისის მერია თსუ-ს პირველ კორპუსთან კარვების განთავსებისა და გზის გადაკეტვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვალა - თბილისის მერია
- 18.11.2024 12:4119:00 საათზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებას, თუ რას ვაპირებთ - გიორგი ვაშაძე
- 18.11.2024 11:38საკითხავი აი ეს არის!.. 16 ნოემბრის ქრონიკა - როსტომ ჩხეიძე
- 18.11.2024 10:29პარლამენტში დასხდებიან თუ არ დასხდებიან, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა პროცედურა ჩვენ შეგვიძლია აღვასრულოთ მათ გარეშე - ლევან მაჭავარიანი
არქივი
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს დაფინანსება 2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, თითქმის 8 მილიონით გაიზარდა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) თბილისის საკრებულოს თანამშრომელთა რაოდენობის, ანაზღაურებისა და საკრებულოს სხვა ხარჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საანგარიშო პერიოდი 2011 წლიდან 2015 წლის 31 დეკემბრს მოიცავს.
IDFI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა - თუ საკრებულოს დაფინანსება 2011 – 6 072 200 ლარს შეადგენდა, 2015 წელს დაფინანსებამ 13 633 300 ლარი შეადგინა, 2016 წლის გეგმის მიხედვით კი, 14 052 000 ლარია გათვალისწინებული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წლიდან შრომის ანაზღაურების ფონდი დაახლოებით გაორმაგდა, რაც თანამშრომლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით.
კვლევის მიხედვით, თუ 2011 წელს საკრებულოს წევრების შრომის ანაზღაურებაზე, რომელიც 50 წევრისგან შედეგა (25 - მაჟორიტარი, 25 - პროპორციული წესით არჩეული) ჯამში 879 528,8 ლარი დაიხარჯა, რაშიც თანამდებობრივ სარგოზე 589 770,8 ლარი მოდის, პრემიებზე 289 758 ლარი, ხოლო დანამატი არ გაცემულა, 2015 წელს ჯამში 1 210 839,9 ლარი დაიხარჯა, აქედან, თანამდებობრივ სარგოზე 753 774,9; პრემიაზე - 0; დანამატზე 4 57 065, აღსანიშნავია, რომ 2014 წელს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომელმაც 869 972,6 ლარი შეადგინა, პრემიებზე 925 885 ლარი გაიცა, დანამატებზე კი 36 390 ლარი.
საკრებულოს საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურება (სარგო და პრემია)2011 წელს 2 762 712 ლარს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს (სარგო, პრემია და დანამატი) ჯამში 5 561 961 ლარი დაჯდა. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებამ 3 მილიონს გადააჭარბა, მაშინ, როცა 2011 წელს დაახლოებით 180 ათას ლარს შეადგენდა.
ოთხი წლის მანძილზე, გაზრდილია თბილისის საკრებულოს თანამშრომელთა ოდენობაც - 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, თბილისის საკრებულოს საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა - თუ 2011 წელს საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 171 იყო, 2015 წელს ეს მათი რაოდენობა 248 არის. ხოლო შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა 2011 წელს 24 ადამიანისგან შედეგბოდა, ხოლო 2015 წელს 232 გახდა. IDFI-ში განმარტავენ, რომ საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლების მკვეთრი მატება 2013 წლიდან მაჟორიტარი წევრების ოფისების შექმნამ, ფრაქციების რაოდენობის ზრდამ და აპარატში შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმებამ განაპირობა.
კვლევაში ასევე მოყვანილია სამივლინებო ხარჯები: 2011 წელს - 77 648, 2012 წელს - 109 235, 2013 წელს - 217 452, 2014 წელს - 225 122, ხოლო 2015 წელს 157 300 ლარი; წარმომადგენლობითი ხარჯები: 2011 – 46 301, 2012 – 28 386, 2013 – 70 280, 2014 – 140 401, 2015 – 53 167; სატელეფონო საუბრებზე გაწეული ხარჯები: 2011 – 93 322, 2012 – 85 091, 2013 – 73 471, 2014 – 60 213, 2015 – 46 864 ლარი; ავტომობილების შესყიდვა: 2011 – 92 212, 2012 – 541 084, 2013 – 374 641, 2014 – 0, 2015 – 0 და საწვავის შეძენის ხარჯები: 2011 – 294 936, 2012 – 309 317, 2013 – 286 673, 2014 – 345 669, 2015 – 224 807 ლარი.
მარი ნამგალაძე