უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

21 სექტემბერი, 2017 10:25
font-size

თითებზეა ჩამოსათვლელი ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ, და არცერთი მათგანი ევროკავშირის წევრი არაა - იან კელი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ყოფილი ევროპარლამენტარი ჯულიეტო კიეზასა და მისი დელეგაციის ჩასვლას გამოეხმაურა. კელიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი არაა დაინტერესებული ამ შეხვედრით და ის ვიზიტი აბსოლუტურად არაოფიციალურია.

„არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყანა, არც სხვა ქვეყნები აღიარებენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მაგალითისთვის, თქვენ თითებზე შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ და არცერთი მათგანი ევროკავშირის წევრი არ არის. რასაკვირველია, ეს ვიზიტი იქნება აბსოლუტურად არაოფიციალური და მას არ ექნება არავითარი მნიშვნელობა. და მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის პოზიციაც იქნება ანალოგიური“, – თქვა იან კელიმ.

იტალიელი ჟურნალისტი და ყოფილი ევროპარლამენტარი ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „რესპუბლიკის დღესთან“ დაკავშირებით ჩავიდა. მისი განცხადებით, ის გეგმავს, დაიცვას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პარლამენტის ინტერესები ევროპარლამენტში, ასევე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გამოსვლის ორგანიზებას ევროპის საკანონმდებლო ორგანოში.

ანა მებურიშვილი

“მოვინახულეთ საოკუპაციო ხაზი, სიმშვიდე და სიწყნარეა” – ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა

1 აპრილი, 2020 , 17:50

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მოინახულა. მინისტრის თქმით, პრემიერ მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საოკუპაციო ხა

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს - გიორგი გახარია

30 მარტი, 2020 , 18:44

მოგეხსენებათ, ჩვენ ვიმყოფებოდით ზუგდიდში. რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ეს გუშ

პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის - ქეთევან ციხელაშვილი

28 მარტი, 2020 , 16:35

საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან, ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხ

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა - გიორგი გახარია

28 მარტი, 2020 , 15:25

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, - სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიე

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის” გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

26 მარტი, 2020 , 14:00

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის (მომო)" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა,- ამის შესახებ „მედიანიუსს&rdqu

აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ - 15 ქვეყნების ერთობლივი განცხადება

23 მარტი, 2020 , 17:49

აშშ-ს საელჩო 15 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუვერენული ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. საელჩოს განცხადებაში ვკით

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`