უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ნოემბერი, 2016 14:55
font-size

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას გამართავს. მიღებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიღებას სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გახსნის.

ღონისძიებაზე გამოიფინება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გამარჯვებული ფოტოები. ფოტოების ავტორებს USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ. დაგეგმილია გამარჯვებული ფოტოების გამოყენებით 2017 წლის სამაგიდო კალენდრების გამოცემაც.

მიღებაზე ასევე, გაიმართება ვიდეორგოლების ჩვენება ასოცირების ხელშეკრულებისა და განათლების საერთაშორისო პროგრამების შესახებ. აღნიშნული ვიდეორგოლები ასევე განთავსდება აპარატის Facebook გვერდზე.

მიღება 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (დარბაზი „არგონავტები“) დაიწყება.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი-DataFest Tbilisi გაიმართება

13 ნოემბერი, 2019 , 19:25

საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi 2019 გაიმართება.  DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოვე

„სამართლიანი არჩევნები” მმართველ პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს

13 ნოემბერი, 2019 , 15:25

„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს პარლამენტში, შეასრულონ მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირება და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს 2020 წლის საპარ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, - შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინი

საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილი სამმა კომპანიამ გამოთქვა

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ჩატარების სურვილს სამი აუდიტორული კომპანია გამოთქვამს. საკონკურსო კომისიის სხდომაზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვ

ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიის მოდერნიზებული ლაბორატორია და წიაღისეულის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 18:23

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და მისი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოდერნიზებული „ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორია“ და განახლებული &bd

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 16:15

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. ინსტალაციის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარი