უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გადადგა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ცაგერის საკრებულოს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
"საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საკრებულო წარმატებებს უსურვებს ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში", - წერია საკრებულოს განცხადებაში.
ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ზალკალიანი ან თავად განერიდა მოახლოებულ არჩევნებს, ან სპეციალურად გაარიდეს.
„ცაგერში მერი ისევ გადადგა, ზალკანიანი, ყოფილი პროკურორი “ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნებით აირჩია, როგორც ყოველთვის, ამომრჩეველს არ განუმარტეს, რატომ და რისთვის დატოვა თანამდებობა, ერთადერთი რაც შეიძლება ვივარაუდოთ, ის განერიდა და გაარიდეს კარზე მომდგარ არჩევნებს“, - განაცხადა კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნინო ტვილდიანმა.
ამ დროისთვის მერის მოვალეობას, მისი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი ასრულებს.